,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№936
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.08.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 22/12/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №936

2009 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის 5.6.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,5.6.1. ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების და საბადრაგო სამსახურების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთა და სასჯელაღსრულების სფეროში მომუშავე სამედიცინო პერსონალის საშტატო რიცხოვნობისა და სამსახურებრივი განრიგების შესახებ, ასევე ცნობები არსებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი