საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 დეკემბრის №802 ბრძანებულებით დამტკიცებულ „დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
1998 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 დეკემბრის №802 ბრძანებულებით დამტკიცებულ „დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 დეკემბრის №802 ბრძანებულებით დამტკიცებულ „დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლებათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამის“ პრეამბულის მე-4 და მე-5 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„რეპატრიაცია, საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალწლიანი პროცესია, რომელიც რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:
– რეპატრიაცია განხორციელდება ეტაპობრივად, განსახლების არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით;
– რეპატრიაცია დაემყარება ნებაყოფლობის პრინციპს;
– საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი ყოველწლიური იმიგრაციული კვოტის გათვალისწინებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპატამენტის, სხვა დაინტერესებულ უწყებათა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების შეთანხმებული წინადადებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს რეპატრიანტთა იმ რაოდენობას, რომელთა მიღებაც შეუძლია სახელმწიფოს;
– კვოტა არ ვცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ რეპატრიანტთა იმ ოჯახებზე, რომელთაც 1988-1991 წლებში იძულებით დატოვეს საქართველო.
ე. შევარდნაძე