,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“
მიღების თარიღი 27.12.2009
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №963
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 29/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| მილსადენის დიამეტრი, მმ | 1000 |
| T (I კლასი) | 9.1 |
| T (II კლასი) | 9.1 |
| III და IV ზონა | II ზონა |
| პოზიციის № | ობიექტები, შენობები, ნაგებობები რომელთა მშენებლობა/მოწყობა შეზღუდულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის III ზონაში |
| I კლასი | II კლასი |
| 300 და ნაკლები | 300-ზე მეტი 600-მდე |
| 4. | სამრეწველო საწარმოთა რკინიგზისა და საავტომობილო გზების 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები. |
| 5. | ნავთობგადამქაჩი და საკომპრესორო სადგურების, ნავთობისა და გაზის კომპლექსური მომზადების, სარეწეების გაზგამანაწილებელი სადგურების, გაზის გამწმენდი და გამშრობი დანადგარების ტერიტორიები |
| 6. | ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი |
| 7. | გაზგამანაწილებელი სადგურების, ავტომატიზებული გაზგამანაწილებელი სადგურების, მარეგულირებელი სადგურების ტერიტორიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებელთათვის გაზის მოწოდებას. |
| 8. | მაგისტრალური სარწყავი არხები და კოლექტორები; მდინარეები და წყალსაცავები, რომელთა გასწვრივ განლაგებულია გაზსადენი; წყალშემკრები მოწყობილობა და სარწყავი სისტემების სადგურები. |
| 11. | მილსადენიდან კონდესანტის ან ნავთობის ავარიული გამოსაშვები მოწყობილობა. |
| 12. | მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები |
| 13. | გაზის წვის ჩირაღდანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:14.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BodyTextIndentChar { }
span.BalloonTextChar { }
span.FootnoteTextChar { }
span.EndnoteTextChar { }
span.BodyTextChar { }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:27.0pt 1.0in 45.0pt 1.0in;}
div.Section2 {page:Section2;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №963
2009 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ
„
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფო
რმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები
მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს წესი ადგენს მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს.
2. ამ წესის მიზანია მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
3. ეს წესი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამის სამუშაოთა წარმოებისას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მაგისტრალური მილსადენი – 150 მილიმეტრის ან მეტი პირობითი დიამეტრის მილსადენები, აგრეთვე ამ მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად;
ბ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტი – მაგისტრალურ მილსადენთან უშუალოდ დაკავშირებული მიწისქვეშა ან მიწისზედა შენობანაგებობა, დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციასთან, რაც მოიცავს: ონკანებს, სატუმბ, გაზგამზომ და მანაწილებელ სადგურებს, მილსადენის აღმნიშვნელ ან საინფორმაციო ბოძებს და ფირნიშებს, კათოდური და ელექტროქიმიური დაცვის სისტემებს;
გ) ოპერატორი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი პირი, ან პირი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას (ექსპლუატაციას). ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალური მილსადენის მესაკუთრე;
დ) მიწათმოსარგებლე – ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და/ან სხვა უძრავი ქონება;
ე) დაცვის ზონა – მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია.
2. ამ წესში გამოყენებული სამშენებლო ტერმინები გამოიყენება
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 3🔗. მაგისტრალური მილსადენების კლასიფიკაცია
1. მაგისტრალური მილსადენები იყოფა შემდეგ კლასებად:
ა) მაგისტრალური გაზსადენების კლასები წნევის შესაბამისად:
I კლასი – წნევით 2.5 მგპა-დან 10.0 მგპა-მდე (ჩათვლით);
II კლასი – წნევით 1.2 მგპა-დან 2.5 მგპა-მდე (ჩათვლით);
III კლასი – წნევით 1.2 მგპა და ნაკლები;
ბ) მაგისტრალური ნავთობსადენების და ნავთობპროდუქტსადენების კლასები მილსადენის დიამეტრის შესაბამისად:
I კლასი – პირობითი დიამეტრით 1000 მმ-დან 1200 მმ-მდე (ჩათვლით);
II კლასი – პირობითი დიამეტრით 500 მმ-დან 1000 მმ-მდე (ჩათვლით);
III კლასი – პირობითი დიამეტრით 300 მმ-დან 500 მმ-მდე (ჩათვლით);
IV კლასი – პირობითი დიამეტრით 300 მმ და ნაკლები.
2. მაგისტრალური მილსადენები და მათი ცალკეული მონაკვეთები, პროექტირების სტადიაში სიმტკიცეზე, მდგრადობასა და დეფორმაციებზე გათვლის დროს, შერჩეული გამოსაცდელი წნევის სიდიდის და მუშაობის K კოეფიციენტის სიდიდის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
I კატეგორია – K=0,60;
II და III კატეგორია – K=0,75;
IV და V კატეგორია – K=0,90.
მუხლი 4🔗. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონები და განაკაფები
1. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონები მოიცავს მაგისტრალური მილსადენების დაცვის ოთხ ზონას.
2. I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს.
3. II ზონა ვრცელდება I ზონის გარე საზღვრიდან ამ წესის დანართ №2-ში მითითებულ მანძილებზე ყველა მხარეს (გარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენისათვის). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარე საზღვრიდან 11 მეტრზე ყველა მხარეს.
4. მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთის ადგილებზე II ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან 100 მეტრზე ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს, სანაპირო ზოლით შემოსაზღვრულ წყლის სივრცეზე – ზედაპირიდან ფსკერამდე.
5. სხვადასხვა დანიშნულების, წნევისა და დიამეტრის მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტებისათვის (გარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენისა) II ზონის გარე საზღვარი დგინდება მისი პერიმეტრიდან ამ წესის დანართ №3-ში მითითებული მანძილების ფარგლებში.
6. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტებისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარე საზღვრიდან 21 მეტრზე ყველა მხარეს.
7. სხვადასხვა დანიშნულების, წნევისა და დიამეტრის მაგისტრალური მილსადენისათვის (გარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენისათვის) III ზონა ვრცელდება II ზონის გარე საზღვრიდან ამ წესის დანართ №4-ში მითითებულ მანძილებზე ყველა მხარეს.
8. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენისათვის III ზონა ვრცელდება II ზონის გარე საზღვრიდან 370 მეტრზე ყველა მხარეს.
9. მაგისტრალური მილსადენების და მათი მონაკვეთებისათვის ამ წესის დანართ №4-ში მითითებული III ზონის მანძილების შემცირება დასაშვებია მხოლოდ ოპერატორის გადაწყვეტილებით, მასთან კონსულტაციების შესაბამისად, და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების გზით:
ა) მაგისტრალური გაზსადენის ან მისი მონაკვეთისათვის (გარდა III კლასის მაგისტრალური გაზსადენის ან მისი მონაკვეთისა) – 50 პროცენტამდე, კატეგორიის ამაღლების გზით შესაბამისი სტანდარტებით და ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული, ნაგებობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში (გარდა ამ წესის დანართი №4-ის მე-5, მე-7 და მე-11 პოზიციებისა) და/ან შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
L
min
=L0
-T(Pmax
-P),
სადაც:
L0
– ამ წესის დანართ №4-ში მითითებული მანძილი (მ);
Lmin
– ამ წესის დანართ №4-ში მითითებული მანძილის შემცირებული მონაცემი (მ);
P –
პროექტით განსაზღვრული ნომინალური წნევა, მგპა;
Pmax
–
პროექტით განსაზღვრული მაქსიმალური წნევა; 10 მგპა I კლასისათვის და 2.5 მგპა II კლასისათვის;
T
–-
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციის პირობების გავლენას უსაფრთხოების ზონის სიდიდეზე. T კოეფიციენტის მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში:
მილსადენის დიამეტრი, მმ
1000
700-800
500-600
200-300
T (I კლასი)
9.1
6.3
4.5
2.8
T (II კლასი)
9.1
2.8
ბ) მაგისტრალური ნავთობსადენების და ნავთობპროდუქტსადენების ან მათი მონაკვეთებისათვის – 30 პროცენტამდე, ამ წესის დანართი №4-ის პირველი, მე-4 და მე-8 პოზიციებისათვის, იმ პირობით, რომ მილის კედლის სისქე გაიზრდება III ზონის მანძილის პროცენტული შემცირების პროპორციულად.
10. ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ოპერატორის მიერ კონსულტაციების გაწევა და გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის განსაზღვრულ ვადებში.
11. მაგისტრალური გაზსადენის 150 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთის მიწისზედა განლაგების შემთხვევაში, ამ წესის დანართ №4-ში მითითებული III ზონის მანძილები უნდა გაიზარდოს 50 პროცენტით, ხოლო ამავე დანართის პირველი პოზიციისათვის
–
100 პროცენტით.
12. მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთებზე III ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან 5 კილომეტრზე, ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს, სანაპირო ზოლით შემოსაზღვრულ წყლის სივრცეზე – ზედაპირიდან ფსკერამდე.
13. IV ზონა ვრცელდება III ზონის გარეთა საზღვრიდან, მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 500 მეტრის ფარგლებში ყველა მხარეს.
14. მაგისტრალური მილსადენებისთვის ტყის მასივებში, პარკებში, ბაღებში, ნარგავებისა და დაცულ ტერიტორიებში დგინდება განაკაფი – მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 8 მეტრამდე ყველა მხარეს, რომლის მოწყობა ხორციელდება ოპერატორის მიერ, მიწათმოსარგებლესთან შეთანხმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. მაგისტრალური მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მოეწყოს მანიშნებელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
16. ოპერატორი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ხაზობრივი ნაგებობის სახით მოახდინოს მაგისტრალური მილსადენის რეგისტრაცია მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძის, მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტების პარამეტრების, მათ შორის ამ წესით განსაზღვრული დაცვის ზონების მითითებით.
მუხლი 5🔗. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და რეგულირების პირობები
1. I ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ:
ა) ხეების დარგვა;
ბ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისათვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტისათვის ზიანის მიყენება;
გ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლუატაციო საქმიანობას;
დ) ნებისმიერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა;
ე) ნებისმიერი ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება;
ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება;
ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება;
თ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის ნაგვის ან ნარჩენების განთავსება – ნაგავსაყრელის მოწყობა;
ი) ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა.
2. I ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება:
ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მიწის სამუშაოები;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენება;
გ) არსებული არხებისა და სადინრების გაწმენდა-გასუფთავება;
დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების მოძრაობა, რომელთა წონა აღემატება 1.5 ტონას;
ე) საკომუნიკაციო ან სატრანსპორტო ხაზობრივი ნაგებობის, კაბელების ან მილების დამონტაჟება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია;
ვ) ღობეების დამონტაჟება;
ზ) ნიადაგიდან სინჯების აღება;
თ) მდინარის ნაპირების ან მიმდებარე ტერიტორიის შეცვლა ან მოშლა, ნაპირებზე ნარგავების გაჩეხვა ან ამოღება;
ი) ნებისმიერი სახის ზემოქმედება მდინარის დინებაზე ან კალაპოტზე, მათ შორის მდინარიდან ინერტული მასალების ამოღება.
3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენისათვის I ზონაში დასაშვებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, 30 სმ-მდე სიღრმეზე, 10.6 ტონამდე წონის და ნიადაგზე 1.01 კგ/სმ
2
-მდე დაწნევის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენებით, რომელთა თითოეულ ღერძზე მოსული დატვირთვა არ აღემატება 7.6 ტონას;
ბ) მიწის დამუშავება 4 ტონამდე წონის ტრაქტორით, 30 სმ-მდე სიღრმეზე.
4. II ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ:
ა) ნებისმიერი სახის შენობის ან ნაგებობის მშენებლობა;
ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებებით სარგებლობა;
გ) ნებისმიერი სახის შედუღება ან ცეცხლის ალის ანთება;
დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა;
ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა;
ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა;
ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით მოწყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება;
თ) მაგისტრალური მილსადენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება;
ი) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა;
კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის №1 დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემის შესაბამისად.
5. II ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა;
ბ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების გაყვანა;
გ) მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება;
დ) ნებისმიერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა.
6. III და IV ზონაში ოპერატორის რეკომენდაციის და/ან ტექნიკური პირობის გარეშე იკრძალება:
ა) ადამიანთა მასობრივი თავშეყრა;
ბ) მასობრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა;
გ) მსხვილმუხტიანი აფეთქებები;
დ) წიაღისეულის მოპოვება;
ე) მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების კალაპოტის შეცვლა ან ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა.
7. III და IV ზონებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს რეკომენდაცია და/ან ტექნიკური პირობები, მაგისტრალური მილსადენის პროექტირებისა და მშენებლობის შესაბამისი ნორმების და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.
8. I და II დაცვის ზონებში მდებარე ხაზობრივი ნაგებობების ტექნიკური მომსახურების განხორციელებისას ამ მუხლის შესაბამისად აკრძალული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლას (მათ შორის, დაზიანებას) და ხაზობრივი ნაგებობის მფლობელის მიერ ოპერატორთან წინასწარ იქნება შეთანხმებული შესაბამისი სამუშაოების დაწყების თარიღი, უსაფრთხოების წესი და პირობები.
9. ამ წესის №1 დანართით მოცემული ნარგავთა განთავსების სქემა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, ხოლო №2 დანართის მე-10, №3 დანართის მე-11 და №4 დანართის მე-9 პოზიციები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.
მუხლი 6🔗. მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის უფლებები
1. დაცვის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ოპერატორს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მაგისტრალური მილსადენების ტექნიკური მომსახურების მიზნით მოაწყოს მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები;
ბ) ნებისმიერ დროს შეუფერხებლად შევიდეს, გადაადგილდეს და აწარმოოს სამუშაოები, ამ წესით დადგენილი შეზღუდვებისა და რეგულირების პირობების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების, აგრეთვე მაგისტრალური მილსადენების ტექნიკური მომსახურების მიზნით;
გ) მოაწყოს განაკაფის ზოლი და მის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ხეების ტოტების მოჭრის სამუშაოები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე – ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წინასწარი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სხვა ხაზობრივი ნაგებობის გადაკვეთებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობის მფლობელთან შეთანხმებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, მაგისტრალური მილსადენის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს აღნიშნული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს.
5. ფიზიკური და/ან იურიდიული პირი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ დაცვის ზონებში წარმოებული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანი.
6. თუ მაგისტრალური მილსადენის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოება მოითხოვს გზის საფარის მოხსნას, შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსა და გზის მფლობელი პირების შეტყობინება სამუშაოთა წარმოების პროცესში მათი წარმომადგენლების დასწრების უზრუნველყოფის მიზნით; სამუშაოთა წარმოების ადგილი უნდა შემოიფარგლოს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ოპერატორი ახორციელებს საკუთარი ხარჯით.
7. გეგმური სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ოპერატორი ვალდებულია აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი და აანაზღაუროს აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. სამუშაოთა დაწყებამდე 3 დღით ადრე სამუშაოთა წარმოების პირობები ეცნობება მიწათმოსარგებლეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
8. გადაუდებელი აუცილებლობის სამუშაოების განხორციელების ან მიწათმოსარგებლის დადგენის შეუძლებლობის ან მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ნებადართულია მაგისტრალური მილსადენის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოება წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამასთან, ოპერატორი ვალდებულია აღადგინოს მიწის საფარი პირვანდელ მდგომარეობაში და/ან აუნაზღაუროს მიწათმოსარგებლეს მიყენებული ზიანი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაუგზავნოს შეტყობინება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
9. მიწათმოსარგებლე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მაგისტრალურ მილსადენთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას და შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.
10. შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაუწიონ დახმარება ოპერატორს ამ წესის მოთხოვნათა დაცვის მიზნით.
დანართი № 1
– ნარგავთა განთავსების სქემა
III და IV ზონა
II ზონა
I ზონა
II ზონა
III და IV ზონა
4 მეტრი
4 მეტრი
ხეები სიდიდის
(სიმაღლის)
მიხედვით:
ვერხვი,
ალვის ხე,
ოფი თეთრი,
ტირიფი,
რცხილა,
(შეზღუდვის გარეშე)
გაშლილი ვარჯის მქონე ფოთლოვანი ჯიშები:
მურყანი (თხმელა),
იფანი,
წიფელი,
თელა (სხვადასხვა სახეობები),
სოჭი,
ცაცხვი,
ნეკერჩხალი მაღალმთის,
თუთა (თეთრი, შავი),
მუხები:
მუხა ჭალის (გრძელყუნწა),
მუხა ქართული,
ფშატი,
ფიჭვი ელდარის,
ნაძვი.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება; ბუჩქების დარგვა: ქაცვი,
მაყვალი,
ძეძვი,
ეფედრა,
ტყის ყურძენი,
ძახველი,
თხილი,
კვიდო,
ასკილი,
თრიმლი,
ჭანჭყატი,
იალღუნი
და სხვა
დაბალტანიანი ხეები:
არყი,
ბალამწარა,
ანწლი,
კუნელი,
ჯაგრცხილა,
ნეკერჩხალი მინდვრის,
იფანი ჩვეულებრივი
(კოპიტი),
ხეხილი:
ალუბალი,
შინდი,
ლეღვი,
ატამი,
ქლიავი,
ბროწეული,
კომში და სხვა
ნაყოფის მომცემი ბუჩქები.
მილსადენის თავზე, ცოცხალი ღობეების აღდგენის მიზნით, ბუჩქები: კუნელი კვიდო, მაყვალი მიწის საფარის გამაგრების მიზნით, ბუჩქნარი (მათ შორის კენკროვანი მცენარეები); მოკლე და გართხმული ფესვების მქონე მარცვლეული /სასოფლო-სამეურნეო კულტურები/
სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება, ბუჩქების დარგვა: ქაცვი, მაყვალი, ძეძვი ეფედრა,
ტყის ყურძენი,
ძახველი,
თხილი,
კვიდო,
ასკილი,
თრიმლი,
ჭანჭყატი,
იალღუნი,
და სხვა
დაბალტანიანი ხეები: არყი,
ბალამწარა,
ანწლი,
კუნელი,
ჯაგრცხილა,
ნეკერჩხალი, მინდვრის
იფანი, ჩვეულებრივი
(კოპიტი),
ხეხილი:
ალუბალი,
შინდი,
ლეღვი, ატამი,
ქლიავი,
ბროწეული, კომში და სხვა ნაყოფის მომცემი ბუჩქები.
გაშლილი ვარჯის მქონე ფოთლოვანი ჯიშები: მურყანი (თხმელა) იფანი,
წიფელი,
თელა (სხვადასხვა სახეობები), სოჭი,
ცაცხვი,
ნეკერჩხალი
მაღალმთის,
თუთა (თეთრი, შავი),
მუხები:
მუხა ჭალის
(გრძელყუნწა), მუხა ქართული,
ფშატი,
ფიჭვი ელდარის,
ნაძვი.
ხეები სიდიდის
(სიმაღლის) მიხედვით:
ვერხვი,
ალვის ხე,
ოფი თეთრი,
ტირიფი,
რცხილა
(შეზღუდვის გარეშე).
დანართი № 2–მაგისტრალური მილსადენების დაცვის II ზონის გავრცელების მანძილები
პოზიციის №
ობიექტები, შენობები, ნაგებობები, რომელთა მშენებლობა/მოწყობა აკრძალულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის II ზონაში
მინიმალური მანძილი გაზსადენის კლასის და პირობითი დიამეტრის (მმ) მიხედვით
მინიმალური მანძილი ნავთობსადენის ან ნავ-თობპროდუქტსადენის კლასის და პირობითი დიამეტრის (მმ) მიხედვით
I კლასი
II კლასი
III კლასი
IV
კლა-სი
III
კლა-სი
II
კლა-სი
I
კლა-სი
300 და ნაკლები
300-ზე მეტი
600-მდე
600-ზე მეტი 800-მდე
800-ზე მეტი 1000-მდე
1000-ზე მეტი
300 და ნაკლები
300-ზე მეტი
ყველა დიამეტრისთვის
300 და ნაკლები
300-ზე მეტი 500-მდე
500-ზე მეტი 1000-მდე
1000-ზე მეტი 1400-მდე
1.
საცხოვრებელი ან სამეწარმეო შენობების ერთობ-ლიობა; სააგარაკო დასახლებები; ცალკეული სამ-რეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები; სათბურები და მეურნეობები; მეფრინველეობის ფაბრიკები; რძის ქარხნები; სასარგებლო წია-ღისეულის დასამუშავებელი კარიერები; 20-ზე მეტი ავტომანქანისათვის ღია სადგომი და ავტო-ფარეხები, მასობრივი თავშეყრის ცალკე მდგომი შენობები (სკოლები, საავადმყოფოები, კლუბები, საბავშვო ბაგა-ბაღები, და ა.შ.); სამი და მეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები; რკინიგზის სადგურები; საზღვაო და სამდინარო
21
6
21
სანაოსნო; ჰიდროელექტრო სადგურები; საზღვაო ტრანსპორტის ჰიდროტექნიკური ნაგებობები; გამწმენდი მოწყობილობები და წყალსადენის სატუმბი სადგურები, რკინიგზისა და საავტომობილო გზის 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები; 1000 მ3 მეტი მოცულობის ადვილად აალებადი საწვავი სითხისა და გაზის შესანახი საწყობები; ავტოგასამართი სადგურები; მრავალარხიანი სარელეო ხაზების, მილსადენების ტექნოლოგიური კავშირის დანადგარები და ანძები (კოშკები); სხვა უწყების კავშირგაბმულობის დანადგარები და ანძები (კოშკები)
2.
საერთო ქსელის რკინიგზები (გადასარბენებზე) და საავტომობილო გზები, რომელთა პარალელურად განლაგებულია გაზსადენი; ცალკე მდგომი: ერთ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები; საბაღე სახლები, აგარაკები; სახაზო შემომვლელების სახლები; სასაფლაოები; სასოფლო-სამეურნეო ფერმები და საქონლის ორგანიზებულად ძოვებისათვის შემოღობილი უბნები; საველე ბანაკები.
21
6
21
3.
ცალკე მდგომი არასაცხოვრებელი და დამხმარე შენობები; ნავთობის, გაზისა და არტეზიული ჭაბურღილი, 20 და ნაკლები რაოდენობის ავტომანქანების ღია სადგომი და ავტოფარეხები, საკანალიზაციო ნაგებობები; სამრეწველო საწარმოების რკინიგზები; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რომელთა პარალელურად განლაგებულია მილსადენი.
21
6
21
4.
სამრეწველო საწარმოთა რკინიგზისა და საავტომობილო გზების 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები.
21
6
21
5.
ნავთობგადამქაჩი და საკომპრესორო სადგურების, ნავთობისა და გაზის კომპლექსური მომზადების, სარეწეების გაზგამანაწილებელი სადგურების, გაზის გამწმენდი და გამშრობი დანადგარების ტერიტორიები.
21
6
21
6.
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი
21
6
21
7.
გაზგამანაწილებელი სადგურების, ავტომატიზებულ გაზგამანაწილებელი სადგურების, მარეგულირებელი სადგურების ტერიტორიები, რომლებიც დანიშნულია გაზის უზრუნველსაყოფად:
ა) დასახლებების, საწარმოების, ცალკეული სახლებისა და მოწყობილობის, სხვა მომხმარებელთა;
ბ) გაზსადენის ობიექტების (გაზის ხარჯის გაზომვის პუნქტები, თერმოელექტროგენერატორები და ა.შ.)
21
21
6
21
-
8.
თერმოელექტროგენერატორის ავტომატიზებული ელექტროსადგურები; კავშირგაბმულობის, ტელემექანიკისა და ავტომატიკის აპარატურა.
11
6
11
9.
მაგისტრალური სარწყავი არხები და კოლექტორები; მდინარეები და წყალსაცავები, რომელთა გასწვრივ განლაგებულია გაზსადენი; წყალშემკრები მოწყობილობა და სარწყავი სისტემების სადგურები.
21
6
21
10.
სპეციალური საწარმოები, მოწყობილობა, მოედნები, დასაცავი ზონები, ასაფეთქებელი და ფეთქებადსაშიში ნივთიერების საწყობები, სასარგებლო წიაღისეულთა კარიერები, რომლებზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხდება აფეთქებების გამოყენებით, თხევადი საწვავი გაზის საწყობები.
შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით
11.
მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა პარალელურად უნდა განლაგდეს მილსადენი შევიწროვებულ პირობებში; მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა პარალელურად უნდა განლაგდეს მილსადენი; მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი მათი გაზსადენებით გადაკვეთის დროს; ღია და დახურული ტრანსფორმატორები, 35 და მეტი კილოვოლტი ძაბვის დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა.
ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად
12.
მილსადენიდან კონდესანტის ან ნავთობის ავარიული გამოსაშვები მოწყობილობა.
21
6
21
13.
საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის კაბელები და ძალური ელექტროკაბელები
6
14.
მილსადენების რადიორელეური მცირეარხიანი მომსახურების გარეშე დანადგარები და ანძები (კოშკები), თერმოელექტროგენერატორები.
11
6
11
15.
კაბელური კავშირგაბმულობის მიწისქვეშა მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტები.
6
16.
ტრასისპირა მუდმივი გზები მილსადენის მომსახურებისათვის.
6
დანართი № 3 - მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის II ზონის გავრცელების მანძილები
პოზიციის №
ობიექტები, შენობები, ნაგებობები, რომელთა მშენებლობა/მოწყობა აკრძალულია მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის II ზონაში
მინიმალური მანძილი საკომპრესორო და გაზგამანაწილებელი სადგურებისათვის, გაზსადენების კლასებისა და დიამეტრის მიხედვით (ხაზის ზევით - საკომპრესორო სადგურისათვის, ხაზის ქვევით - გაზგამანაწილებელი სადგურისათვის, ერთი ჩანაწერის შემთხვევაში ორივესთვის)
I კლასი II კლასი III კლასი
მინიმალური მანძილი
ნავთობის ან ნავთობ-პროდუქტის სატუმბი სა-დგურებისათვის, რეზერვუართა მოცუ-ლობის მიხედვით
300 მმ და ნაკლები
300 მმ-ზე მეტი
600 მმ-მდე
600 მმ-ზე მეტი
800 მმ-მდე
800 მმ-ზე მეტი 1000 მმ-მდე
1000 მმ-ზე მეტი
300 მმ და ნაკლები
300 მმ-ზე მეტი
ყველა დიამეტრისთვის
20000 კბ.მ-ზე ნაკლები
20000-დან 100000 კბ.მ-მდე
100000 კბ.მ. და მეტი
1.
საცხოვრებელი ან სამეწარმეო შენობების ერთობლიობა; სააგარაკო დასახლებები; ცალკეული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები; სათბურები და მეურნეობები; მეფრინველეობის ფაბრიკები; რძის ქარხნები; სასარგებლო წიაღისეულის დასამუშავებელი კარიერები; 20-ზე მეტი ავტომანქანისათვის ღია სადგომი და ავტოფარეხები; მასობრივი თავშეყრის ცალკე მდგომი შენობები (სკოლები, საავადმყოფოები, კლუბები, საბავშვო ბაგა-ბაღები, და ა.შ.); სამი და მეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები; რკინიგზის სადგურები; ნავსადგურები; ჰიდროელექტროსადგურები; საზღვაო ტრანსპორტის ჰიდროტექნიკური ნაგებობები; ნავთობისა და გაზის კომპლექსური მომზადების დანადგარები და მათი ტერიტორიები; მრავალარხიანი სარელეო ხაზების,
500
150
500
175
700
200
700
250
700
300
500
100
500
125
500
100
100
150
200
მილსადენების ტექნოლოგიური კავშირის დანადგარები და ანძები (კოშკები); კავშირგაბმულობის დანადგარები და ანძები (კოშკები)
2.
20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის საერთო ქსელის რკინიგზების და საავტომობილო გზების ხიდები; 1000 მ3 მეტი მოცულობის ადვილად აალებადი საწვავი სითხისა და გაზის შესანახი საწყობები; ავტოგასამართი სადგურები; წყალსადენი ნაგებობები, რომლებიც არაა დაკავშირებული მილსადენთან
250
150
300
175
350
200
400
225
450
250
250
100
300
125
250
100
100
150
200
3.
საერთო ქსელის რკინიგზები (გადასარბენებზე) და საავტომობილო გზები; ცალკე მდგომი: ერთ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები; სახაზო შემომვლელების სახლები; სასაფლაოები; სასოფლო-სამეურნეო ფერმები და საქონლის ორგანიზებულად ძოვებისათვის შემოღობილი უბნები; საველე ბანაკები.
100
75
150
125
200
150
250
200
300
225
75
75
150
100
75
75
50
75
100
4.
სამრეწველო საწარმოთა რკინიგზისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები.
125
100
150
125
200
150
250
200
300
225
100
75
150
125
100
75
100
150
200
5.
სამრეწველო საწარმოების რკინიგზები
75
50
100
75
150
100
175
150
200
175
50
50
100
75
50
50
50
75
100
6.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები
75
50
100
75
150
100
175
150
200
175
50
50
100
75
50
50
20
20
50
(არანაკლებ 100 მ უახ-ლოესი რეზერვუ-არიდან, (რეზერვუართა ჯგუფიდან))
7.
ცალკე მდგომი არასაცხოვრებელი და დამხმარე შენობები; ნავთობის, გაზისა და არტეზიული ჭაბურღილი, 20 და ნაკლები რაოდენობის ავტომობილის ღია სადგომი და ავტოფარეხები; საკანალიზაციო ნაგებობები.
50
50
75
75
150
100
200
150
225
175
50
30
75
50
50
30
30
50
75
8.
35, 110, 220 კვ ელექტროქვესადგურების ღია გამანაწილებელი მოწყობილობები
100
100
100
100
100
100
100
100
100
100
100
9.
ტყის მასივები:
ა) წიწვოვანი
ბ) ფოთლოვანი
50
20
50
20
50
20
75
30
75
30
50
20
50
20
50
20
50
20
50
20
50
20
10.
ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი (ვერტმფრენების ბაზირების გარეშე)
ა) მძიმე ტიპის ვერტმფრენებისთვის;
ბ) საშუალო ტიპის ვერტმფრენებისთვის;
გ) მსუბუქი ტიპის ვერტმფრენებისათვის (ვერტმფრენთა საჰაერო მანევრირების ზონაში მდებარე მილსადენების შენობა-ნაგნებობების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს სიმაღლის შეზღუდვის დადგენილ სიბრტყეს).
100
75
60
100
75
75
150
150
150
200
200
200
225
225
225
100
75
60
100
75
60
100
75
60
100
75
60
100
75
60
100
75
75
11.
სპეციალური საწარმოები, მოწყობილობა, მოედნები, დასაცავი ზონები, ასაფეთქებელი და ფეთქებადსაშიში ნივთიერების საწყობები, სასარგებლო წიაღისეულთა კარიერები, რომლებზედაც მოპოვება ხდება აფეთქებების გამოყენებით, თხევადი საწვავი გაზის საწყობები.
შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით
12.
მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად
13.
გაზის წვის ჩირაღდანი
100
100
100
100
100
100
100
100
–
–
–
დანართი № 4 - მაგისტრალური მილსადენების დაცვის III ზონის გავრცელების მანძილები
პოზიციის №
ობიექტები, შენობები, ნაგებობები რომელთა მშენებლობა/მოწყობა შეზღუდულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის III ზონაში
მინიმალური მანძილი გაზსადენის კლასის და პირობითი დიამეტრის (მმ) მიხედვით
მინიმალური მანძილი ნავთობსადენის ან ნავთობპროდუქტსადენის კლასის და პირობითი დიამეტრის (მმ) მიხედვით
I კლასი
II კლასი
III კლასი
IV
კლა-სი
III
კლა-სი
II
კლა-სი
I
კლა-სი
300 და ნაკლები
300-ზე მეტი
600-მდე
600-ზე მეტი 800-მდე
800-ზე მეტი 1000-მდე
1000-ზე მეტი
300 და ნაკლები
300-ზე მეტი
ყველა დიამეტრისთვის
300 და ნაკლები
300-ზე მეტი 500-მდე
500-ზე მეტი 1000-მდე
1000-ზე მეტი 1400-მდე
1.
საცხოვრებელი ან სამეწარმეო შენობების ერთობლიობა; სააგარაკო დასახლებები; ცალკეული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები; სათბურები და მეურნეობები; მეფრინველეობის ფაბრიკები; რძის ქარხნები; სასარგებლო წიაღისეულის დასამუშავებელი კარიერები; 20-ზე მეტი ავტომანქანისათვის ღია სადგომები და ავტოფარეხები; მასობრივი თავშეყრის ცალკე მდგომი შენობები (სკოლები, საავადმყოფოები, კლუბები, საბავშვო ბაგა-ბაღები, და ა.შ.) სამი და მეტსართულიანი
75
125
175
225
275
50
100
0
50
75
125
175
საცხოვრებელი სახლები; რკინიგზის სადგურები; ნავსადგურები; ჰიდროელექტროსადგურები; საზღვაო ტრანსპორტის ჰიდროტექნიკური ნაგებობები; გამწმენდი მოწყობილობები და წყალსადენის სატუმბი სადგურები, რკინიგზისა და საავტომობილო გზის 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები; 1000 მ3 მეტი მოცულობის ადვილად აალებადი საწვავი სითხისა და გაზის შესანახი საწყობები; ავტოგასამართი სადგურები; მრავალარხიანი სარელეო ხაზების, მილსადენების ტექნოლოგიური კავშირის დანადგარები და ანძები (კოშკები); სხვა უწყების კავშირგაბმულობის დანადგარები და ანძები (კოშკები).
2.
საერთო ქსელის რკინიგზები (გადასარბენებზე) და საავტომობილო გზები, რომელთა პარალელურად განლაგებულია გაზსადენი; ცალკე მდგომი ერთ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები; საბაღე სახლები, აგარაკები; სახაზო შემომვლელების სახლები; სასაფლაოები; სასოფლო-სამეურნეო ფერმები და საქონლის ორგანიზებულად ძოვებისათვის შემოღობილი უბნები; საველე ბანაკები.
50
100
125
175
225
50
75
0
25
25
50
75
3.
ცალკე მდგომი არასაცხოვრებელი და დამხმარე შენობები; ნავთობის, გაზისა და არტეზიული ჭაბურღილი, 20 და ნაკლები რაოდენობის ავტომანქანის ღია სადგომი და ავტოფარეხები, საკანალიზაციო ნაგებობები; სამრეწ-ველო საწარმოების რკინიგზები; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რომელთა პარალელურად განლაგებულია მილსადენი.
5
25
75
125
150
5
25
0
5
5
5
25
4.
სამრეწველო საწარმოთა რკინიგზისა და საავტომობილო გზების 20 მეტრზე მეტი მალის სიდიდის ხიდები.
50
100
125
175
200
50
100
0
50
75
125
175
5.
ნავთობგადამქაჩი და საკომპრესორო სადგურების, ნავთობისა და გაზის კომპლექსური მომზადების, სარეწეების გაზგამანაწილებელი სადგურების, გაზის გამწმენდი და გამშრობი დანადგარების ტერიტორიები
50
100
125
175
200
50
100
0
5
5
25
25
6.
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი
25
25
75
125
150
25
25
0
25
25
25
25
7.
გაზგამანაწილებელი სადგურების, ავტომატიზებული გაზგამანაწილებელი სადგურების, მარეგულირებელი სადგურების ტერიტორიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებელთათვის გაზის მოწოდებას.
25
50
75
100
125
25
50
III ზონა არ ვრცელდება
8.
მაგისტრალური სარწყავი არხები და კოლექტორები; მდინარეები და წყალსაცავები, რომელთა გასწვრივ განლაგებულია გაზსადენი; წყალშემკრები მოწყობილობა და სარწყავი სისტემების სადგურები.
III ზონა არ ვრცელდება
50
75
125
175
9.
სპეციალური საწარმოები, მოწყობილობა, მოედნები, დასაცავი ზონები, ასაფეთქებელი და ფეთქებადსაშიში ნივთიერების საწყობები, სასარგებლო წიაღისეულთა კარიერები, რომლებზედაც მოპოვება ხდება აფეთქებების გამოყენებით, თხევადი საწვავი გაზის საწყობები.
შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით
10.
მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა პარალელურად უნდა განლაგდეს მილსადენი შევიწროვებულ პირობებში მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა პარალელურად უნდა განლაგდეს მილსადენი; მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი მათი გაზსადენებით გადაკვეთის დროს; ღია და დახურული ტრანსფორმატორები, 35 და მეტი კილოვოლტი ძაბვის დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა.
ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად
11.
მილსადენიდან კონდესანტის ან ნავთობის ავარიული გამოსაშვები მოწყობილობა.
25
50
50
50
75
25
25
0
5
5
25
25