⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2013)
გაუქმებულია:

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“

მიღების თარიღი 27.12.2009
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №964
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 29/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,446 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2009 მიღება
25.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №964 2009 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები     მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. 2. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. 3. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); გ) ქვესადგური – ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა (ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელები, გამანაწილებელი მოწყობილობები, სინქრონული კომპენსატორები, სტატიკური კონდენსატორები, მართვის მოწყობილობები და სხვა დამხმარე საშუალებები), რომლის დანიშნულებაა ერთი ძაბვის ელექტროენერგიის სხვა ძაბვის ელექტროენერგიად გარდაქმნა ტრანსფორმატორების ან ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელების საშუალებით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) განაწილება; დ) გამანაწილებელი პუნქტი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში; ე) ელექტრული ქსელის მფლობელი პირი – ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს ელექტრული ქსელის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე; ვ) ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ახდენს საჰაერო ან/და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე; ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება; თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. 2. ამ წესში გამოყენებული სამშენებლო ტერმინები გამოიყენება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობით.     მუხლი 3🔗. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები და განაკაფები 1. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით:  ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ –30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ – 25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ – 20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ –15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ – 10 მეტრი; ა.ა.ვ) 1 კვ-მდე – 2 მეტრი; ა.ბ) წყალსატევების (მდინარეების, სარწყავი არხების, ტბების და სხვ.) გადასასვლელების გასწვრივ წყლის ზედაპირი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ბ.ა) სანაოსნო წყალსატევებისათვის – 100 მეტრი; ა.ბ.ბ) არასანაოსნო წყალსატევებისათვის – ხმელეთზე გამავალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის დადგენილი დაცვის ზონის შესაბამისად; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის: ბ.ა) მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ბ.ა.ა) 1 კვ-ის ზევით – 1 მეტრი ორივე მხრიდან; ბ.ა.ბ) 1 კვ-მდე – 1 მეტრი ორივე მხრიდან; თუ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გადის დასახლებათა ტროტუარების ქვეშ, მაშინ – 0,6 მეტრი შენობა-ნაგებობის მხარეს და 1 მეტრი ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს; ბ.ბ) წყალქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ წყლის სივრცე წყლის ზედაპირიდან ფსკერამდე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია 100 მეტრით; გ) ქვესადგურებისა და გამანაწილებელი პუნქტებისათვის: გ.ა) ყრუ კედლებიდან და შემოღობვებიდან პერიმეტრის გასწვრივ – 2 მეტრი; გ.ბ) ღიობიანი კედლის შემთხვევაში პერიმეტრის გასწვრივ – 4 მეტრი; გ.გ) მთავარი მისასვლელი გზის მონაკვეთი – სიგანით არანაკლებ 3 მეტრისა. 2. ტყის მასივების, ტყე-პარკების, ბაღების და მწვანე ნარგავების ტერიტორიებზე საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განაკაფების სიგანე განისაზღვრება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის: ა.ა) 4 მეტრამდე სიმაღლის ტყეში და ნარგავებში – მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული სამი მეტრი ორივე მხრიდან. 4 მეტრამდე სიმაღლის ხეხილის ბაღებში (მწვანე ნარგავებში) განაკაფის გაკეთება არ არის სავალდებულო; ა.ბ) 4 მეტრზე მეტი სიმაღლის ტყესა და ნარგავებში: ა.ბ.ა) ყველა 330-500 კვ ძაბვის, ასევე რადიალური 220 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროს – მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული ძირითადი ტყის მასივის სიმაღლე ორივე მხრიდან; თუ განაკაფის გარეთ მდგომი ცალკეული ხის ან ხეების ჯგუფის სიმაღლე ტყის მასივის სიმაღლეზე მეტია და არსებობს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენებზე მათი დაცემის საშიშროება, ისინი უნდა მოიჭრას; ა.ბ.ბ) ყველა სხვა 220 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რომელთა გამორთვა არ იწვევს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების შეწყვეტას – ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; თუ ფერდობებსა და ხევებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის სადენები ტყის მასივის წვეროდან 8 მეტრით მაღლაა განლაგებული, განაკაფი კეთდება ერთ მხარეს – ქვედა ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან ჰორიზონტალურად ორ მეტრზე, ხოლო მეორე მხარეს – ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ა.გ) ნაკრძალებში, დასახლებათა გამწვანების ზონაში, პარკებში, საავტომობილო გზისა და რკინიგზის გასწვრივ ქარსაცავ ზოლში – ჰორიზონტალური მანძილით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურად გადახრილი განაპირა სადენებიდან ხეების ვარჯამდე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ: ა.გ.ა) 330, 400, 500 კვ – 5 მეტრი; ა.გ.ბ) 150, 220 კვ – 4 მეტრი; ა.გ.გ) 35, 110 კვ – 3 მეტრი; ა.გ.დ) 20 კვ-მდე   –2 მეტრი; ბ) მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის – ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ სიგანით არა უმეტეს 2 მეტრისა ორივე მხრიდან. 3. პარკებში, ბაღებში, ტყის მასივებსა და დაცულ ტერიტორიებზე ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განაკაფები კეთდება ელექტრული ქსელის მფლობელი პირის მიერ, მიწათმოსარგებლესთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დასახლებათა საზღვრების გარეთ გამავალი მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების ტრასის გასწვრივ დგება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის აღმნიშვნელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე – დამატებით ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის პარამეტრები და მონაცემები ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის მფლობელის შესახებ (დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომრები). 5. საავტომობილო გზებისა და 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილებში, სადაც მოსალოდნელია იმ მანქანა/მექანიზმების გადაადგილება, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით ან/და ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს, ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს უნდა ჩაიდგას მოძრავი სატრანსპორტო საშუალების დასაშვები სიმაღლის აღმნიშვნელი სასიგნალო ნიშნები. სასიგნალო ნიშნებს აწყობს უფლებამოსილი ორგანო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მოთხოვნით. 6. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 7. ელექტრული ქსელის მფლობელი პირი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მოახდინოს ელექტრული ქსელის მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია მათი პარამეტრების, მათ შორის ამ წესით დადგენილი დაცვის ზონების მითითებით.     მუხლი 4🔗. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები 1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად; ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით და/ან ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს; გ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ავტოგასამართი სადგურების და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა; დ) სადენებზე და ანძებზე საგნების შეგდება, მათი მიდგმა თუ მიბმა, ანძებზე ასვლა, აგრეთვე სახურავებიდან სადენებზე თოვლის ან/და სხვა საგნების ჩამოყრა; ე) ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან მისასვლელი გზების ლიკვიდირება ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი (მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის); ვ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს; ზ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ტერიტორიაზე ან სათავსოებში უცხო პირთა ყოფნა, მათ მიერ შენობა-ნაგებობების კარების და ლუკების გაღება, ქსელში ჩართვების და გადართვების წარმოება; თ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სარტყამი მექანიზმებით სამუშაოთა წარმოება, 5 ტონაზე მეტი წონის ტვირთის ჩამოგდება, მწვავე და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, საწვავ- საპოხი მასალების დაღვრა და/ან დაყრა; ი) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ჭავლსატყორცნი სარწყავი სისტემის მოწყობა, ასევე სარწყავების მოწყობა გაშხეფების გზით; კ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა; ლ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება; მ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ფრანების, მფრინავი აპარატების (მათ შორის უმართავი) სპორტული მოდელების გაშვება. 2. ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება; გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.; დ) ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება; ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, ღუზის ჩაშვება, ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და წყლის მცენარეების რეწვა; ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში – 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაზე ელექტრული ქსელის მფლობელი პირის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი: 1 კვ ძაბვაზე მაღალი ელექტრული ქსელის შემთხვევაში – სამუშაოების დაწყებამდე 12 დღით ადრე; 1 კვ-მდე ძაბვის ელექტრული ქსელის შემთხვევაში – სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე 3 დღით ადრე. 6. პირი, რომელმაც მიიღო წერილობითი თანხმობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების შესრულებაზე, ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ელექტრული ქსელის მფლობელთან შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) და წესების დაცვით და უზრუნველყოს ელექტრული ქსელის უსაფრთხოება. თუ მიწის სამუშაოები ხორციელდება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, უსაფრთხოების მიზნით სამუშაოთა წარმოებისას სავალდებულოა ელექტრული ქსელის მფლობელი პირის წარმომადგენლის დასწრება. 7. თუ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში აუცილებელია მიწისქვეშა ან მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების გადაუდებელი ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, ამ კომუნიკაციების მფლობელ პირებს უფლება აქვთ სამუშაოთა წარმოება დაიწყონ წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ სამუშაოთა წარმოების ადგილზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძახებული ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წარმომადგენელი და შესაბამისი სამუშაოები განხორციელდეს მისი თანდასწრებით. ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებას დაასწროს თავისი წარმომადგენელი. 8. პირი, რომელიც მიწის სამუშაოთა წარმოების დროს აღმოაჩენს საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც დატანილი არ არის მიწის სამუშაოთა წარმოების ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ვალდებულია შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები, უზრუნველყოს ელექტროგადამცემი ხაზის ხელშეუხებლობა და ამის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ფაქტს დაუყოვნებლივ აცნობებს საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელს (თუკი მისი ვინაობა ცნობილია). შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელთან ერთად. 9. თუ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოების წარმოება ხორციელდება ამ წესების დარღვევით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოებული სამუშაოების შეჩერება და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. 10. ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო გზების, რკინიგზის, კავშირგაბმულობის ხაზების, მილსადენების, სანავიგაციო საშუალებების, აეროპორტებისა და ნავსადგურების გადაკვეთის ადგილებში ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის წესები თანხმდება ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელ და შესაბამის პირებს შორის. ელექტროგადამცემი ხაზების საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. 11. იმ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო მოედანზე ელექტროგადამცემი ხაზები გადის, უნდა შეიცავდეს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი პირის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად. 12. ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს: ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები); გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით; დ) საავტომობილო გზების, რკინიგზის და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობების დაცვის ზონაში ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია საავტომობილო გზების, რკინიგზის და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობების მფლობელ პირებთან შეთანხმებით; ე) ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე – ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წინასწარი თანხმობით კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით. 14. სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. შესაბამისი სამუშაოს შესრულებამდე 3 დღით ადრე სამუშაოს შესრულების პირობები უნდა ეცნობოს მიწათმოსარგებლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 15. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ელექტროგადამცემ ხაზზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების წინასწარი შეთანხმების გარეშე წარმოება, ამისათვის აუცილებელი მიწის ან/და გზის საფარის დაზიანება და ნარგავების მოჭრა, ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული პირების (ორგანოების) შემდგომი სავალდებულო შეტყობინებით და მიყენებული ზიანის ანაზღაურებით. 16. თუ ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოებისას საჭიროა გზის საფარის მოხსნა და გრუნტის გათხრა, სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გზის მფლობელი პირების წარმომადგენლების გამოძახება. სამუშაოთა წარმოების ადგილი შემოიფარგლება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს ასრულებს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი. 17. მიწათმოსარგებლე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას. 18. შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფაში. 19. ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გასწვრივ განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელ პირებთან ატარებს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის დადგენილი წესის განმარტებით სამუშაოებს.