„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№966
სარეგისტრაციო კოდი
050.030.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №966

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №12, 1998, გვ.90) დამტკიცებულ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) III თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა, დამცავი დოკუმენტების გაცემა და ძალაში შენარჩუნება, რეესტრების წარმოება, რომელთა სტატისტიკურ მონაცემთა ნუსხას საქპატენტი ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სტატისტიკის დეპარტამენტთან „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) VI თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქპატენტს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. გენერალური დირექტორი ინიშნება ოთხი წლით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ოთხი წლით.“;

გ) VI თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო შედგება საქპატენტის გენერალური დირექტორისა (რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე) და მისი მოადგილეებისაგან, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუ-ლი აკადემიის თითო წარმომადგენლისაგან.“;

დ) VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VII. საქპატენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის ზედამხედველობა

1. საქპატენტის გენერალური დირექტორი საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. საქპატენტის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას ამოწმებს საქართველოს კონტროლის პალატა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქპატენტის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხთა კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი