📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“

მიღების თარიღი 30.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №970
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 30/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 512 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.0pt 55.45pt .9in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №970 2009 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად: 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის (შემდეგში – ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 თებერვლამდე. 2. შეიქმნას ფონდის სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: რევაზ ბახტაძე – კომისიის თავმჯდომარე, ფონდის დირექტორი ზურაბ თავდგირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი რამაზ ნანიკაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი გიორგი ჩახნაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ჩიხლაძე – ფონდის ბუღალტერი. 3. კომისიამ: ა) უზრუნველყოს ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) განახორციელოს ფონდის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად; გ) უზრუნველყოს ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება. 4. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 5. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უძღვება კომისიის სხდომას. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 იანვრის №33 ბრძანებულება. 8. ეს ბრძანებულება, გარდა მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. 9. ამ ბრძანებულების მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან. მ. სააკაშვილი