საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 20.07.2001
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №285
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 23/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 48.2pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №285
2001 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსების მკვეთრმა შემცირებამ, სახელფასო და სხვა დავალიანებებმა გამოიწვია სამხედრო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის უკიდურესი გაუარესება. გარდა ამისა დასახვეწია სამხედრო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, კვების პროდუქტებით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმატივები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებების ფინანსური უზრუნველყოფის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უცხოეთიდან მისაღები გრანტების საგადასახადო უზრუნველყოფისა და საბაჟო პროცედურების სისტემა. გასაუმჯობესებელია სამხედრო ნაწილების სამედიცინო მომსახურების, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს ობიექტების საფინანსო უზრუნველყოფის მდგომარეობა. სამხედრო ნაწილებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, სამეწარმეო სტრუქტურების თანამშრომლობის სისტემა პრაქტიკულად თავიდანაა შესაქმნელი.
ამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო სფეროში კანონმდებლობის შესწავლისა და სრულყოფის დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ოთარ ბარათაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ელდარ გოგიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი
ზურაბ ზერეკიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურისკონსულტი
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
ბესო ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
ტრისტან მაისურაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსი
დავით ნერგაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურისკონსულტი
კოტე ოჩიგავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სერგო პეტროსიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტის უფროსი
ვაჟა რამიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი სანაია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ირაკლი ტორონჯაძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი.
2. სამხედრო სფეროში კანონმდებლობის შესწავლისა და სრულყოფის დროებითმა საუწყებათაშორისო კომისიამ:
ა) 2001 წლის 1 სექტემბრამდე მოახდინოს სამხედრო სფეროში კანონმდებლობის ანალიზი ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის;
ბ) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის საშემოდგომო სესიამდე წარმოადგინოს სამხედრო სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ნუსხა;
გ) 2001 წლის ბოლომდე წარმოადგინოს იმ კანონპროექტების ნუსხა, რომლებიც საჭიროა სამხედრო სფეროში კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
დ) წლის ბოლომდე წარმოადგინოს სამხედრო საკანონმდებლო სფეროში მოქმედი იმ კანონების ნუსხა, რომლებიც ფინანსური ან სხვა მიზეზების გამო არ სრულდება და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი ამოქმედების მიზნით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი):
ა) 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოსაყოფი ასიგნებების გადიდება 44,0 მლნ. ლარამდე და ამ ასიგნებების დაგეგმვა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით წარმოდგენილი პროგრამული დაფინანსების ხარჯთა ნუსხის პროექტების გათვალისწინებით;
ბ) მიმდინარე წლის განმავლობაში გამოყოს საჭირო ასიგნებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში 2001 წლის განმავლობაში შესამცირებელი და წინა წლებში შემცირებული კონტინგენტის სახელფასო დავალიანებების დასაფარავად;
გ) მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების პერიოდში შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ფულად ანაზღაურებაში წარმოქმნილი საერთო დავალიანების და მიმდინარე წლის სხვა დავალიანებების (კომუნალური, კვების ხარჯები) დაფარვის თაობაზე, რაც გათვალისწინებულ იქნეს ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიზნით გათვალისწინებული საერთო ასიგნებების ფარგლებში;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 2002 წლის 1 თებერვლამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები წინა წლებში წარმოქმნილი სხვა დავალიანებების (კომუნალური, კვების ხარჯები) დაფარვის თაობაზე;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამ სამინისტროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესების თაობაზე;
ვ) მომავალი წლის განმავლობაში მისაღები გრანტების სახეობებისა და მოცულობების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გაითვალისწინოს აღნიშნული გრანტების მიღებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ხარჯები.
4. დადგინდეს, რომ 2002 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით განსახორციელებელი საგარეო მივლინებების ხარჯებისათვის საჭირო ასიგნებები გათვალისწინებული იქნება თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში. ამასთან დაკავშირებით, საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მოამზადოს სათანადო ცვლილებები ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი) თავდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამ უწყების სამხედრო მოსამსახურეთა კვების პროდუქტებითა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმატივების გადასინჯვის თაობაზე.
6. ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისდამი დაქვემდებარებული არასამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენებით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა, ხოლო მიღებული შემოსავლები მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ (არასაბიუჯეტო) ანგარიშზე და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ გამოიყენოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ.თევზაძე) ფინანსთა, საგადასახადო შემოსავლებისა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან ერთად ორ კვირაში წარმოადგინოს წინადადებები სამხედრო ძალებისათვის გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები საქონლის საბაჟო პროცედურების დაჩქარების შესახებ.
8. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) თავდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების წინადადებების გათვალისწინებით 2001 წლის განმავლობაში პერიოდულად დაამტკიცოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ არასამხედრო დანიშნულების გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 29-ე მუხლის 25-ე პუნქტში შესატანი ცვლილებები.
10. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აღნიშნულ სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვებიდან უკვე გადაეცა გარკვეული დასახელებისა და რაოდენობის მატერიალური ფასეულობანი.
11. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ.მიქელაძე) თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვებიდან მატერიალურ ფასეულობათა გამოყოფა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთ თვეში წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და დაფუძნების შესახებ.
13. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 50 ტონა ხორცის კონსერვი.
14. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე) გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო სასურსათო დახმარების თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემად სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
15. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთ თვეში უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სპეციალური პირველი სამედიცინო დახმარების პროგრამის შემუშავებას და მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
16. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციის პროგრამის შესამუშავებლად შეიქმნას საუწყებათაშორისო დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ აბულაძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე
ნუგზარ ქევხიშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი შერვაშიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი.
17. საუწყებათაშორისო დროებითმა კომისიამ ორ თვეში წარმოადგინოს სამხედრო ძალების სამედიცინო დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციის პროგრამის პროექტი.
18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) უზრუნველყოს სამხედრო ძალებიდან თადარიგში დასათხოვ და დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დასაქმების ხელშეწყობის განხორციელება ,,უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში წარმოადგინონ ,,საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2000 წლის აუთვისებელი 1 მლნ ლარის მიმართვას სამხედრო ძალებიდან თადარიგში დასათხოვ და დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისათვის.
20. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური ადაპტაციის პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფისათვის განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი უცხოეთში სამთავრობო და არასამთავრობო დონორების მოსაძიებლად.
21. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 2001 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინონ კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისათვის პენსიების ომის ინვალიდთა პენსიებთან გათანაბრების შესახებ.
22. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი კავშირგაბმულობის სისტემის შესაქმნელად და მისი საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად:
ა) დადგენილი წესით შემუშავდეს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002-2004 წლების პერიოდში დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების სახელმწიფო პროგრამა. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს უზრუნველყოს ამ პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული ასიგნებების დროული დაფინანსება;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებული ტექნიკური დავალების შესაბამისად 2002 წლის ბოლომდე განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი კავშირგაბმულობის სისტემის დაპროექტება.
23. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე თავდაცვის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,წყალკანალს“ შორის მოხმარებული წყლის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების დასარეგულირებლად.
24. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე სამხედრო შენაერთებსა და სამხედრო ნაწილებში კულტურულ და საგანმანათლებლო მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საუწყებათაშორისო დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
გურამ ბენაშვილი – საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მირიან კიკნაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
აკაკი სიხარულიძე – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამაზ ტატიშვილი – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე
გიორგი ცქიტიშვილი – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.
25. საუწყებათაშორისო დროებითმა კომისიამ ორ კვირაში წარმოადგინოს სამხედრო ძალებში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა გეგმა.
26. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ.ხატიძე) შესაბამის მხარეებში, ქალაქებსა და რაიონებში დისლოცირებული საჯარისო ფორმირებებისადმი შეფობისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიზნით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან, ქალაქების მერებთან და რაიონების გამგებლებთან სპეციალური კომისიების შექმნა.
27. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების შეფი სამინისტროების, უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და კერძო სტრუქტურების თანდართული ნუსხა.
28. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 იანვრის №78 ბრძანებულების 24-ე პუნქტი.
29. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ნ.საჯაია).
ე. შევარდნაძე