„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №978
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის№941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებული დებულების№1 დანართის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, 18 წლამდე ასაკის შვილებს, გერებს და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მხრიდან დანიშნულ მოსამართლეებს;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი