„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
1997 წლის 14 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის №328 ბრძანებულებასთან შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების მე-14 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობის ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ იქნეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1997 წლის 1 ივლისამდე, რჩება უცვლელი. 1997 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე“.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1066220/