„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№534
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 27/12/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2000 წლის 23 დკემებერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის№392 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტს შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკის საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ოქტომბრის№1024 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ.

3. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისისN392 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის№392 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის„საქპატენტის“ დებულება;

ბ) პირველი თავის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული“;

გ) IIთავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების, საბაზრო ურთიერთობათა მოწესრიგების და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებები) უფლებების მოპოვების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით.“;

დ) IIIთავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების, მათი მემკვიდრეებისა და სხვა უფლებამონაცვლეების ქონებრივი უფლებების დაცვისათვის კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების (საზოგადოებების) საქმიანობის ხელშეწყობა.“;

ე) Vთავის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბუღალტრო ანგარიშგება დადგენილი წესით წარედგინება საგადასახადო ორგანოებს“;

ვ) VIთავის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით“;

ზ) VIთავის მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის“;

თ) VIთავის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების“;

ი) VIთავის მე-3 პუნქტში სიტყვის „იუსტიციის“ შემდეგ დაემატოს „საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა“;

კ) VIთავის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამტკიცებს საქპატენტის ბიუჯეტს“.;

ლ) VIთავის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „დამტკიცება“;

მ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსისVIIთავი:

„VII. სახელმწიფოს კონტროლი და ზედამხედველობა

1. საქპატენტის საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

2. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან საქპატენტისათვის სახსრების მიზნობრივად გამოყოფის შემთხვევაში თანხების ხარჯვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.

3. საქპატენტის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხთა კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო.“.

5. VIIთავი შესაბამისად ჩაითვალოსVIIIთავად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასკვნითი დებულებანი

საქპატენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.“.

ე. შევარდნაძე