⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2005
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.340
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 16/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,181 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2005 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:35.4pt; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:35.4pt; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №206 2005 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 29 ნოემბრიდან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვასა და კოორდინაციას. 2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები საქართველოს ხაზინასა და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. №4. 7. სამინისტროს საქმიანობას საფუძვლად უდევს ერთმმართველობის პრინციპი.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმართული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის კონკრეტულ მიმართულებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად; ბ) საქართველოს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საგარეო ხელშემწყობი პირობების ფორმირება; გ) ერთიანი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა; დ) მიზანმიმართული საქმიანობა ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით; ე) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უშიშროებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელება; ვ) საპარლამენტთაშორისო, საუწყებათაშორისო და რეგიონთაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობა; ზ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება; თ) საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უცხოური საინვესტიციო კაპიტალის, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მოსაზიდად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება; ი) საზღვარგარეთ საქართველოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა და საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა; კ) საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინადადებათა ანალიზი, მათი განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და კოორდინაცია; ლ) შესაბამისი უწყებების წინადადებათა გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, მათი მომზადების კოორდინაცია და ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; მ) საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ნ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობათა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა წარმართვა.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ამოცანები სამინისტროს ამოცანებია: ა) ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან; გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; დ) საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) შეიმუშაოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, ასევე საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა და რეგისტრაცია, განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმანების დამოწმება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) შენახვა; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობისა და მონაწილეობის გათვალისწინებით კოორდინაცია გაუწიოს სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას, განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, წარმართოს და/ან მონაწილეობა მიიღოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებაში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ი) საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჯეროვანი წვლილის შესატანად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; კ) უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების მუშაობაში, გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს, როგორც მსოფლიო გაერთიანების წევრის, მონაწილეობის კოორდინაცია; ლ) მონაწილეობა მიიღოს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობის გაფართოების კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; მ) ხელი შეუწყოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ო) უზრუნველყოს უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ღონისძიებების განხორციელებისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვა; კონტროლი გაუწიოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობას; პ) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, ორგანიზება გაუწიოს დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ჟ) უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის ორგანიზება; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ს) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა. თავი II. სამინისტროს ხელმძღვანელობა     მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე.     მუხლი 5🔗. მინისტრის უფლება-მოვალეობანი   1. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის; გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობასა და სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში მყოფ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებსა და საშტატო ნუსხებს, ასევე ამტკიცებს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) ტიპობრივ დებულებას; ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე, გადაწყვეტილებას სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ; ზ) განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის დიპლომატიურ თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის თაობაზე შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით; ი) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელებს; კ) აუქმებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, განკარგულებებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების დიპლომატიური და საჯარო სამსახურის მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, გარდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისა; მ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და სამუშაო მივლინებიდან გამოიწვევს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს; ო) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში როტაციის წესით მივლინებებში წარგზავნის და როტაციის წესით მივლინებებიდან გამოიწვევს დიპლომატიური თანამდებობის პირებს; პ) ხელშეკრულების საფუძველზე საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების სამუშაო მივლინებებში წარგზავნის და მივლინებებიდან გამოიწვევს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს; ჟ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში აძლევს მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; რ) უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებისას, საქართველოს სახელით ხელს აწერდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს; ს) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აფორმებს საქართველოს სახელით მოლაპარაკების გამართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის უფლებამოსილებას; ტ) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; უ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვის სფეროში; ფ) დადგენილი წესით ანიჭებს დიპლომატიურ რანგებსა და საკლასო ჩინებს, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; ქ) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ღ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია; ყ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალ მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; შ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს; ჩ) წყვეტს დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის; ც) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობას; ძ) პასუხს აგებს სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო; წ) მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მთავრობის სხდომებში; ჭ) ხელს აწერს საკონსულო პატენტსა და ეგზეკვატურას; ხ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 2. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი. თავი III. სამინისტროს სისტემა, სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები     მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემაში შედიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს; ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები (დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება); გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია, ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; გ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) ამერიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკაში, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) რუსეთის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული, კეთილმეზობლური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით, აგრეთვე პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა; საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად საერთაშორისო გაერთიანების აზრის კონსოლიდაცია, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; თ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ი) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა, ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; კ) კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; ლ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; მ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ნ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; ო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება; პ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას. დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია, სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის” შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა; ჟ) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პრევენცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; რ) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსების განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობის უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება; ს) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა. 2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შედიან საგანგებო დავალებათა ელჩები, რომელთა ძირითადი ამოცანაა შეასრულონ მინისტრის კონკრეტული მითითებები, აგრეთვე მინისტრის დავალებით უხელმძღვანელონ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებს.     მუხლი 8🔗. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები 1. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები არიან: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები; ბ) საკონსულო დაწესებულებები. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობა არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობისას წარმოადგენს საქართველოს. 3. საკონსულო დაწესებულება არის საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაარსებული, წარმოადგენს საქართველოს. 4. დიპლომატიური წარმომადგენლობები არიან: ა) სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და დიპლომატიური მისია. 5. საკონსულო დაწესებულებები არიან: ა) გენერალური საკონსულო; ბ) საკონსულო; გ) საკონსულო სააგენტო. 6. დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკონსულო დაწესებულების შესახებ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 7. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტთან კოორდინაციით.     მუხლი 9🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები 1. სამინისტროს უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოა ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა.     მუხლი 10🔗. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური „დიპლომატი”; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო; გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი; დ) საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ. 4. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თავი IV. სამინისტროში სამსახური     მუხლი 11🔗. სამინისტროში სამსახური სამინისტროს სისტემაში სამსახურს გადიან როგორც დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები, ისე სხვა საჯარო მოსამსახურეები. თავი V. სამსახურებრივი ზედამხედველობა     მუხლი 12🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება 1. მინისტრი, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სისტემაში მოქმედი ქვედანაყოფების საქმიანობას. 2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. თავი VI. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.