„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №57
2010 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის№286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა)112 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამსახურის, ადმინისტრაციის (სამსახურის) უფროსი;“;
ბ)114 მუხლს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) სპეციალისტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი