„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 01.02.2010
ძალის დაკარგვა 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 01/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №72
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შემდეგში – საქსტატი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
2. საქსტატი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქსტატის საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.
4. საქსტატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. საქსტატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის ქ. №4.
თავი II
საქსტატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. საქსტატის ძირითადი ამოცანები და მიზნები
1. საქსტატის ძირითადი ამოცანებია:
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;
ბ) ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;
გ) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
დ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება;
ე) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების, ინფორმაციული ბანკებისა და ქსელების ფორმირება და სრულყოფა;
ვ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
ზ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა;
თ) სტატისტიკური მონაცემების მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ი) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
კ) სტატისტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრებისა და გაზიარების მიზნით სხვა ქვეყნის ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ სუბიექტებთან თანამშრომლობა.
2. საქსტატის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება.
მუხლი 3🔗. საქსტატის ფუნქციები
საქსტატის ფუნქციებია:
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და თავის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
დ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს:
დ.ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
დ.ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
დ.გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
დ.დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
დ.ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
დ.ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
ე) ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ვ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალის განსაზღვრა;
ზ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
თავი III
საქსტატის მართვა
მუხლი 4🔗. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე.
2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
5. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს აღმასრულებელი დირექტორი.
6. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) საქსტატის ხელმძღვანელობა და მისი წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, საქსტატის საბჭოს მიერ მისი განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციებისათვის წარდგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
ი) საქსტატის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
კ) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ლ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;
მ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ნ) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ო) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალის განსაზღვრა;
პ) საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტების მოწვევა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 5🔗. საქსტატის საბჭო
1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდეგში – საბჭო).
2. საბჭო შედგება 7 წევრისა და საბჭოს თავმჯდომარისაგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრი არის საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ერთი წევრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ერთი წევრი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
4. საბჭოს დანარჩენი ხუთი წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე. არსებულ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რვა კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა ხუთზე ნაკლებია – არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
5. საქართველოს პარლამენტი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენიდან ოცდაერთ დღეში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან ორ კვირაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
6. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.
7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. პირი არ შეიძლება დაინიშნოს საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ.
8. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურა, „ოფიცალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო.
მუხლი 6🔗. საბჭოს ფუნქციები
საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცება და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება;
ვ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
ზ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი;
ი) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
თავი IV
საქსტატის სტრუქტურა
მუხლი 7🔗. საქსტატის სტრუქტურა
1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქსტატის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. საქსტატის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) აღმასრულებელი დირექტორის აპარატი (სამმართველო);
ბ) მეთოდოლოგიის სამმართველო;
გ) მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველო;
დ) ბიზნესსტატისტიკის სამმართველო;
ე) ფასების სტატისტიკის სამმართველო;
ვ) სოციალური სტატისტიკის სამმართველო;
ზ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველო;
თ) ადმინისტრაციული სამმართველო;
ი) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველო.
3. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
4. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და კურატორ მოადგილეს.
5. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებისა და თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;
გ) პასუხისმგებელია თავის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ორგანიზებაზე.
მუხლი 8🔗. საქსტატის ტერიტორიული ორგანოები
საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის სამმართველო;
ბ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გურჯაანის სამმართველო;
გ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გორის სამმართველო;
დ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მარნეულის სამმართველო;
ე) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველო;
ვ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ქუთაისის სამმართველო;
ზ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფოთის სამმართველო;
თ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბათუმის სამმართველო.
მუხლი 9🔗. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. აღმასრულებელი დირექტორის აპარატის (სამმართველო) ძირითადი ფუნქციებია:
ა) აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საქსტატის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ვ) პუბლიკაციებისა და სხვა პოლიგრაფიული მასალების მომზადება და ტირაჟირება;
ზ) საქსტატის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
თ) საქსტატის სისტემაში არსებულ შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
ი) საქსტატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე მუშაობა.
2. მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) საკლასიფიკაციო სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი;
დ) სტატისტიკური დაკვირვების კითხვარების შემუშავების, ტირაჟირებისა და დანერგვის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ე) საქსტატის სისტემაში, მათ შორის, ტერიტორიულ ორგანოებში სტატისტიკური საქმიანობის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ვ) შერჩევითი და სხვა ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვებების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ზ) სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული კვლევის ინსტრუმენტარისა და სხვა მეთოდოლოგიური მასალის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) კვარტალური და წლიური სტატისტიკური სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება.
3. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;
გ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება;
დ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებების განხორციელება;
ე) საშინაო და საგარეო, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა;
ვ) საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით) საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ზ) საგადასახდელო ბალანსის, სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
თ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარული სტატისტიკური კვლევების მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად, ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ი) სატელიტური ანგარიშების წარმოება.
4. ბიზნესსტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზება და კოორდინაცია;
ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება და შენახვა.
5. ფასების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფასების რეგისტრაცია;
ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება;
გ) ინფლაციის დონისა და დინამიკის განსაზღვრა და ანალიზი;
დ) ინფორმაციული ბაზის მომზადება საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობისათვის.
6. სოციალური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
გ) შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
დ) მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება;
ე) შრომის (დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების შესახებ) სტატისტიკური გამოკვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ვ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა.შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
ზ) სოციალურ და დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.
7. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერების, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროში სხვადასხვა სტატისტიკური დაკვირვებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროში ოფიციალური სტატისტიკის წარმოება;
გ) ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) სასურსათო ბალანსის წარმოება.
8. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
ბ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია, კრებსითი ბალანსებისა და ანგარიშების წარმოება;
გ) საქსტატის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტის შემუშავება;
დ) საქსტატის სისტემაში არსებული ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება;
ე) საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ვ) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ორგანიზება;
ზ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
თ) საქსტატის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება და მათი პირადი საქმეების შედგენა;
ი) საქსტატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საქსტატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება;
მ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, დადებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება;
ო) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;
პ) ქსელური და საოფისე საშუალებების ტექნიკური მომსახურება, კორპორაციული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა და ადმინისტრირება;
ჟ) საქსტატისათვის სასტამბო მომსახურების გაწევა.
9. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქსტატის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სტატისტიკის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) სასამართლო ორგანოებში საქსტატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) საქსტატის საქმიანობის ფარგლებში საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;
ვ) საქსტატის სახსრების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციები
1. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ოფიციალური სტატისტიკის წარმოება;
ბ) სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;
დ) შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სტატისტიკური მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ბანკების ფორმირება;
ვ) სტატისტიკური დაკვირვების ფორმების არქივის წარმოება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
3. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საქსტატის ტერიტორიულ ორგანოს და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) განსაზღვრავს მოადგილისა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა უფლებამოსილებას და ახორციელებს მათი საქმიანობის კონტროლსა და კოორდინაციას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
5. ტერიტორიული ორგანოს მოადგილე ასრულებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
6. საქსტატის ტერიტორიული ორგანოები იქმნება და მათი სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
თავი V
საქსტატის დაფინანსება და ქონება
მუხლი 11🔗. საქსტატის დაფინანსება
1. საქსტატი ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად;
ბ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;
გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით;
დ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლებით.
2. დასახული მიზნების შესასრულებლად საქსტატი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საქსტატის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.
მუხლი 12🔗. საქსტატის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქსტატს გადაეცემა სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი, საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 13🔗. საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბჭოს პირველი შემადგენლობის დანიშვნამდე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს საქსტატს და ახორციელებს ამ დებულების მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.