ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.10.2010
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016009
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 03/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {mso-style-link:"Body Text Indent 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.grame {mso-style-name:grame;} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 2";} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpFirst, li.a0CxSpFirst, div.a0CxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpMiddle, li.a0CxSpMiddle, div.a0CxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpLast, li.a0CxSpLast, div.a0CxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 35.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. გეწაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას და სხვა პირობებს განსაზღვრავს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) სერვიტუტი;
დ) ქირავნობა;
ე) იჯარა;
ვ) თხოვება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყის წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემული ქონების ქირა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხები (საურავი, პირგასამტეხელო, საბანკო გარანტია და ა.შ.) ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
4 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 3🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემა
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება, წინამდებარე წესით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით ხდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
5. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
6. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, ამ წესით დადგენილ ვადაში იდება ხელშეკრულება, რითაც დასტურდება აუქციონის შედეგები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და, მეორე მხრივ, გამარჯვებული.
8. სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ბეს (საბანკო გარანტიის) ოდენობა განისაზღვრება ქონების საწყისი წლიური სარგებლობის ქირის არანაკლებ 30%-ის ოდენობით.
9. სარგებლობის ქირის გადახდა აუქციონის გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.
10. ბეს სახით გადახდილი თანხა აუქციონის გამარჯვებულს ეთვლება ბოლო წლის ქირის გადახდის ანგარიშსწორებისას.
მუხლი 4🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას მესაკუთრეს და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
3. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 5🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწისზედა ან/და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 6🔗. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებებით;
დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება.
2. თუ მოიჯარე ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 8🔗. ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
მუხლი 9🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 2 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება, ხოლო ქონების პირდაპირი განკარგვის თაობაზე გამოცემული აქტი ითვლება ძალადაკარგულად, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
2. სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებები ძალაში შედის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების სანოტარო ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესით დამოწმება (დადასტურება) სავალდებულო არ არის.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ამ წესის მე-10 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობები;
თ) მხარეთათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და კორესპონდენციის ჩაბარების წესი და ფორმები;
ი) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს ხელშეკრულების საფუძველზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
6. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 10🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისი ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის სხვა ვადა და ფორმა.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (საკრებულოს თვმჯდომარის) თანხმობით. ქონების გადაცემისას იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის (მათ შორის, საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის (მათ შორის, საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა შესაძლებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განხილულ იქნეს როგორც ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 11🔗. ვალდებულებათა შესრულება
ვალდებულების შესრულება ან/და შესრულების მიღება, ასევე ვალდებულებათა შესრულების დადასტურება ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. ცვლილებები ხელშეკრულებაში
1. ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებებით.
2. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები განიხილება როგორც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
3. ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს შორის დგება ხელშეკრულება (შეთანხმება), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამართლებრივი შედეგების დადგომისათვის საკმარისია ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნება, რა დროსაც ხელშეკრულების მხარის მიერ წერილობით გამოვლენილი ნება ცვლის ხელშეკრულების შესაბამის დანაწესს.
მუხლი 13🔗. სხვა დებულებები
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.