⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.09.2004)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2002
ძალის დაკარგვა 28.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №32/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.005143
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 07/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,688 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2002 მიღება
28.09.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-4.5pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 52.05pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.143 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №32/ნ 2002 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №106/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. ა. გამყრელიძე დანართი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობის და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) შექმნილია და ფუნქციონირებს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების საფუძველზე. 2. ინსპექცია წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც  ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც არეგულირებენ მისი საქმიანობის სფეროს  და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. ინსპექცია კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში (მიუხედავად დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) მოსახლეობისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის, ფარმაცევტული საქმიანობის, ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლს, მოსახლეობისათვის სათანადო ხარისხის სამედიცინო დახმარების, ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით და ასრულებს სახელმწიფო დავალებებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის კონტროლის სფეროში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 4. ინსპექციას აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. ინსპექციის იურიდიული მისამართია 380060 თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №23. II. ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები 5. ინსპექციის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სამედიცინო მომსახურების შესრულების კონტროლი; გ) სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით პაციენტთა გამოკვლევისა და მკურნალობის შესაბამისობის კონტროლი  ნოზოლოგიურ  სტანდარტებთან და მეთოდურ რეკომენდაციებთან; დ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შესაბამისობის კონტროლი ამავე დაწესებულებებისათვის ლიცენზირებით ნებადართულ საქმიანობასთან; ე) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ სამკურნალწამლო, სადიაგნოსტიკო საშუალებების, სამედიცინო აპარატურის და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი; ვ) აფთიაქებსა და ფარმაცევტულ ბაზებში ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლი; ზ) ფარმაცევტულ საწარმოებში ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლი; თ) სამამულო და იმპორტული წარმოების სამკურნალო საშუალებების ხარისხზე ზედამხედველობა; ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების (შემდგომში – კონტროლირებადი ნივთიერებების) ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა, აგრეთვე, თავისი კომპენტეციის ფარგლებში, კონტროლირებადი ნივთიერებების მიმოქცევის სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება; კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ოქმის შედგენა შესაბამის სამართალდარღვევათა შესახებ; ლ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან ცალკეული დავალებების შესრულება. III. ინსპექციის სტრუქტურა 6. ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველო; ბ) ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის სამმართველო; გ) ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის სამმართველო. 7. სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფლებები და მოვალეობებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების კონტროლი (განურჩევლად მათი სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა); ბ) კანონით  დადგენილი წესით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა; გ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სტატისტიკური და ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის განხორციელება; დ) გაწეული სამედიცინო სამსახურის ხარისხისა და დონის ასამაღლებლად, სამედიცინო დაწესებულებებისა და სპეციალისტების მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების მომზადება. 8. ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფლებები და მოვალეობებია: ა) ფარმაცევტული საქმიანობის ნორმირებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; ბ) ფარმაცევტული დაწესებულებების სალიცენზიო პირობების მოქმედ ნორმატივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კონტროლი; გ) ფარმაცევტული საქმიანობის პირობების მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლის, მედიკამენტების შენახვასა და ვადების დაცვაზე ზედამხედველობის, შესაბამისი სამსახურის მიერ გამზომი ხელსაწყო-აპარატურის კალიბრების შემოწმების ვადების დაცვის მიზნით აფთიაქების, ფარმაცევტული ბაზებისა და საწარმოების კონტროლი; დ) მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ასორტიმენტის სახელმწიფო რეგისტრთან შესაბამისობის დადგენა; ე) ფარმაცევტულ საწარმოებში ტექნიკური პირობების, რეგლამენტებისა და სხვა მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვის კონტროლი; ვ) რეცეპტების მიღების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის კონტროლი; ზ) ხარისხის კონტროლის მიზნით, დადგენილი წესით, წამლის ფორმების სინჯის (ნიმუშის) ამოღება; თ) სამკურნალო საშუალებების მომზადების, წარმოების, ვარგისიანობის ვადების, შეძენის (შესყიდვის), შენახვის, აღრიცხვის, გაცემის (რეალიზაციის), ხარისხის კონტროლი, სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების, შეფუთვის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, განადგურების დადგენილი წესით გახორციელების შემოწმება; ი) ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული ან/და არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების გამოვლენა და მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; კ) არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინებით ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში  სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და რეალიზაციის კონტროლის განხორცილება. ლ) არასპეციალისტის მიერ ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების გამოვლენა და კანომდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 9. ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის სამმართველოს უფლებები და მოვალეობებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შესაბამისი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, რაც დაკავშირებულია კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან; ბ) შესაბამის სამსახურებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, რომლებიც შეეხება კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესებს;  გ) ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, წინადადებების შემუშავება კონტროლირებადი ნივთიერებების სათანადო სიებში დამატებების ან ცვლილებების შეტანის შესახებ; დ) ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტიორი და ექსპორტიორი ორგანიზაციის მიერ სამკურნალო საშუალებების ყოველი იმპორტისა და ექსპორტის წინ საქართველოში შემოსატანი (საქართველოდან გასატანი) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის შემოწმება მათში კონტროლირებადი ნივთიერებების არსებობის განსაზღვრის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი დოკუმენტის გაცემა; ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, ნივთიერებებისა და პრეპარატების ლეგალური ბრუნვის საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იმ სამკურნალო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო და ვეტერინარული დაწესებულების აღრიცხვაზე აყვანა, რომლებიც, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, დაკავშირებული არიან კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან; თ) დოკუმენტაციის მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის თაობაზე; ი) შესაბამის სამსახურებთან ერთად წინადადებების მომზადება ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო კვოტების განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; კ) ინფორმაციის მომზადება გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის წარსადგენად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და ფორმის შესაბამისად საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, ნივთიერებებისა და პრეპარატების ბრუნვის შესახებ; ლ) კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა დადგენილი წესით; მ) ფიზიკური და იურიდიული პირების (განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მიერ კონტროლირებადი ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დაცვის კონტროლი. IV. ინსპექციის უფლებები და მოვალეობები 10. ინსპექციას უფლება აქვს: ა) სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმებისას, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების განსახორციელებლად დააყენოს საკითხი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები; დ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით დაამუშავოს და გაავრცელოს ინსპექტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია; ე) ითანამშრომლოს ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 11. ინსპექცია ვალდებულია: ა) სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებათა შემოწმებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; ბ) საჭიროების შემთხვევაში გაწეული ინსპექტირების შედეგები რეაგირებისათვის წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაუწიოს მეთოდური დახმარება სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებს (ფიზიკური და იურიდიული პირი) სამედიცინო დახმარების და სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავებაში. V. ინსპექციის მართვა 12. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 13. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 14. ინსპექციის უფროსი: ა) ახორციელებს ინსპექციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და ახდენს მათ შორის ფუნქციების განაწილებას; გ) შესაბამის საშტატო თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს და გასცემს დირექტივებს; ვ) დადგენილი წესით განაგებს ინსპექციის ქონებას და სახსრებს. 15. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე. VI. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა 16. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 17. ინსპექციის შემოსავლის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. 18. ინსპექციის სახსრები გამოიყენება  მისი ძირითადი საქმიანობისათვის,  მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებისათვის, მატერიალური და მასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების დასაფარად, დადგენილი გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად. 19. ინსპექცია ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად. VII. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 20. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.