„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 16/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2010 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №108, მუხ. 1199) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული მე-18, მე-19 და მე-20 პლანშეტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ ლ ა ნ შ ე ტ ი   18

1. ე-კლასი (საზაფხულო) – საველე ქურთუკი და შარვალი კომუფლირებული მწვანე ციფრულ ფერთა გამით, ფარფლიანი საველე ქუდი, საზღვაო მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ე-კლასი (ზამთრის) – გოროტექსის ტიპის ქსოვილის საველე ქურთუკი და შარვალი კომუფლირებული მწვანე ციფრულ ფერთა გამით, პოლარტეკის ტიპის დათბილული სვიტრი, დათბილული კეპი, საზღვაო მაისური, დათბილული შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ა-კლასი – სააღლუმო ფორმა;

ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა;

გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა;

დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა;

ე-კლასი – საველე ფორმა.

 

ზამთრის საველე ფორმა

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი   19

სანაპირო დაცვა

1. ა-კლასი:

თეთრი კიტელი დამდგარი საყელოთი, გულმკერდის არეში 2 გარეთა ჯიბით, დასახური კლაპნითა და ოქროსფერი ღილით, კიტელის შესაკრავი ხუთი ოქროსფერი ღილით;

თეთრი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით);

თეთრი ტრუსი;

მოკლესახელოიანი თეთრი მაისური;

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);

თეთრი ფეხსაცმელი (ტყავის);

თეთრი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

თეთრი ხუთთითიანი ხელთათმანი;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ა-კლასი (ქალის):

თეთრი პიჯაკი ოთხი ოქროსფერი ღილით;

თეთრი პერანგი (გრძელსახელოიანი, თეთრი ღილაკებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);

თეთრი ქვედა კაბა (ქამრის ხუთი გასაყრელით, უკან ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჩაჭრილი ჯიბით);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალითით);

კლასიკური სტილის თეთრი ფეხსაცმელი (ტყავის) 4 სმ სიმაღლის ქუსლით;

თეთრი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

თეთრი ხუთთითიანი ხელთათმანი;

შავი ყელსახვევი „პეპელა“;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ბ-კლასი:

შავი ორბორტიანი პიჯაკი, სამი ჯიბით – ორი ქვედა ჩაჭრილი ჯიბითა და ერთი ჩაჭრილი ჯიბით მკერდის მარჯვენა მხარეს, სამი წყვილი პარალელურად განლაგებული ღილით;

თეთრი პერანგი (გრძელსახელოებიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);

შავი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალით);

შავი ფეხსაცმელი (ტყავის);

შავი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

შავი ჰალსტუხი (მაქსიმალური სიგანე ბოლოში – 7.5 სმ, კვანძთან – 2.5 სმ);

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა;

შავი პულოვერი ამოღებული გულით, მხრებზე ჩაყოლებული ქსოვილით სამხრეებისათვის.

4. ბ-კლასი (ქალის):

შავი ერთბორტიანი პიჯაკი, ერთი ჩაჭრილი ჯიბით გულმკერდის მარცხენა მხარეს, 4 ღილით;

თეთრი პერანგი (გრძელსახელოიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის მარცხენა მხარეს გარეთა ჯიბით);

შავი ქვედა კაბა (ქამრის 5 გასაყრელით, 2 ჩაჭრილი გვერდითი ჯიბით, უკან ელვა შესაკრავით);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);

შავი ფეხსაცმელი (ტყავის), კლასიკური სტილის 4 სმ სიმაღლის ქუსლით;

შავი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

შავი ყელსახვევი „პეპელა“;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

5. ბ-კლასი (საზაფხულო):

შავი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით, უკანა მარჯვენა მხარეს თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით);

თეთრი პერანგი (მოკლესახელოიანი, თეთრი ღილებით, გულმკერდის არეში სარქველიანი გარეთა ჯიბეებით);

შავი ფეხსაცმელი (ტყავის);

შავი ქამარი (3 სმ სიგანის, ოქროსფერი დახურული ბალთით);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი შალითით);

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

6. ბ-კლასი (ზამთრის):

შავი მანტო (ქსოვილი – მაუდი) ორბორტიანი, სამი წყვილი პარალელური ღილით, წინა მხარეს ორი ჯიბით (30 გრადუსით დახრილი ჭრილით);

ა-კლასი – სააღლუმო ფორმა;

ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა;

გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა;

დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა;

ე-კლასი – საველე ფორმა.

 

 

 

 

 

 
 
 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი   20

სანაპირო დაცვა

1. გ-კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო):

შავი ქურთუკი, წინ ელვა შესაკრავით, გულმკერდის არეში დასახურკლაპნიანი ორი მიკერებული ჯიბით, ოქროსფერი ღილით, სახელოს დაბოლოებაზე შესაკრავი ღილით. ქურთუკის დაბოლოებაზე – რეზინის ნაოჭით;

შარვალი – წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე წაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში, ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს;

გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი;

შავი ჰალსტუხი, კვანძის მაქსიმალური სიგანე – 2.5 სმ, ბოლოში – 7.5 სმ;

ქუდი თეთრი მოსახსნელი სარჩულითა და შავი წინაფრით;

შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გ-კლასი (ფორმა „ხაკი“):

ხაკისფერი პერანგი ასაკეცი ან მოკლე სახელოთი, გულმკერდის არეში ორი გარეთა ჯიბით, სარქველითა და ღილით, პერანგი ექვსი ღილით;

ხაკისფერი შარვალი (წინა და უკანა ნაკეცებით, ქამრის 7 გასაყრელით, წინ ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი და უკანა ჯიბით მარჯვენა მხარეს);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);

ხაკისფერივე კეპი და ქუდი „პილოტურა“;

შავი ფეხსაცმელი (ტყავის);

ყავისფერი ქამარი (3 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

მოკლესახელოიანი თეთრი მაისური;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. გ-კლასი (ფორმა „ხაკი“ (ქალი)):

ხაკისფერი პერანგი, გულმკერდის არეში ორი ჯიბით, სარქველითა და ღილით, ასაკეცი სახელოებით, ექვსი ყავისფერი ღილაკით.

ხაკისფერი ქვედა კაბა (ქამრის ხუთი გასაყრელით, უკან ელვა შესაკრავით, ორი გვერდითი ჯიბით):

იმავე ქსოვილისაგან შეკერილი შარვალი, გვერდზე ჩაჭრილი ჯიბეებით (ქამრის ხუთი გასაყრელით);

თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით);

ხაკისფერი კეპი და ხაკისფერი ქუდი „პილოტურა“;

შავი ფეხსაცმელი (ტყავის) კლასიკური სტილის, 4 სმ სიმაღლის ქუსლით;

ყავისფერი ქამარი (2.5 სმ სიგანის, ოფიცრებისათვის – ოქროსფერი დახურული ბალთით);

მოკლესახელოიანი თეთრი მაისური;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა;

ა-კლასი – სააღლუმო ფორმა;

ბ-კლასი – გამოსასვლელი ფორმა;

გ-კლასი – ყოველდღიური ფორმა;

დ-კლასი – სამსახურებრივი ფორმა;

ე-კლასი – საველე ფორმა.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

უზენაესი სასამართლოს განმარტებები

ბმულები

----

სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2026, ყველა უფლება დაცულია. დამუშავებულია AzRy© LTD-ს მიერ