საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.10.2010
ძალის დაკარგვა 20.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 01/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.FootnoteTextChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 40.5pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №151
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები
ს რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს
ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები
ს რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა შემდეგნაირად:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის ქ. თბილისის, თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის
, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;
ბ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ზუგდიდის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;
გ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს.
2. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება.
3
. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
ხ. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-
40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
2.
საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
3.
საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს პატიმრობის კოდექსი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
4. საბჭოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42.
5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თვმჯდომარესთან.
მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის პრინციპები
საბჭოს საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკე
რძოებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
1.
საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
2.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის ან სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის 1 ;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო)
1 წარმომადგენელი;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი;
დ) ადგილობრივი თვითmმართველობის ორგანოთა
1 წარმომადგენელი;
ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი.
3.
საბჭოს წევრების დანიშვნა ან დამტკიცება ხდება სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით.
4.
ამ მუხლის მე-
2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
5.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „
დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ.
6.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „
ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
7.
საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის
ფუნქციები.
8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
9.
საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისა
.
10.
საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
11.
საბჭოს წევრი ინიშნება 6 თვის ვადით. დასაშვებია იმავე პირის საბჭოს შემადგენლობაში განმეორებით
დანიშვნა (დამტკიცება)
.
მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი
კომისიის თანხმობით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან
შეზღუდულქმდუნარიანად ცნობა,
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად აღიარება
;
გ) საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ზ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის შეცვლა ან სამსახურიდან გათავისუფლება;
თ) საბჭოს წევრის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.
მუხლი 5🔗. საბჭოს უფლებამოსილება
1.
საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის:
ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის
პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე;
ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის თაობაზე;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.
2.
წინამდებარე დებულება ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბჭო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განიხილოს ამ კატეგორიის პირთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები საერთო წესით.
3.
საბჭოს შეუძლია გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღება
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.
2. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით.
3. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს.
4. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვებასთან დაკავშირებით.
5. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.
6. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 7🔗. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები
1.
საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე),
რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.
2.
თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სამ წევრს.
3.
თავმჯდომარე:
ა)
განსაზღვრავს საბჭოს სხდომის (შემდგომში – სხდომა) ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) იწვევს სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;
ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს;
ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ზ) იხილავს განსახილველი შუამდგომლობების კანონმდებლობის მიხედვით წარმოებაში მიღების საკითხს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;
გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
დ) გაეცნოს საქმის მასალებს.
6. საბჭოს წევრი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მას
ზე დაკისრებული მოვალეობანი.
მუხლი 8🔗. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა
1.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-
ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – საბჭოს აპარატი).
2.
საბჭოს აპარატი:
ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ) ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს.
მუხლი 9🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1.
თავმჯდომარე, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად იხილავს შემოსული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხს.
2.
შუამდგომლობის წარმოებაში
მიღება შესაძლებელია,
თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
3.
საბჭო ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე შემოსულ
შუამდგომლობებს, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილავს თვის ბოლომდე. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების საკითხი ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემდეგ თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
5.
საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად
ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
6.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს.
მუხლი 10🔗. სხდომა
1.
ჩასატარებელი სხდომების რაოდენობას განსაზღვრავს თავმჯდომარე საბჭოში შემოსული შუამდგომლობების რაოდენობი
ს გათვალისწინებით.
2.
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 3 წევრი მაინც.
გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
3.
საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4.
სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 11🔗. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე
1.
სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების მონაწილეობით.
2.
საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი
მოსმენის გარეშე
განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით
დადგენილი კრიტერიუმების შეფასების ფორმულით.
3.
თოთოეულ კრიტერიუმს აქვს შესაბამისი კოეფიციენტი.
მუხლი 12🔗. შეფასების კრიტერიუმები
1.
შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – კოეფიციენტი 2. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.;
ბ)
მსჯავრდებულის ქც
ევა სასჯელის მოხდის პერიოდში (
გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) –
კოეფიციენტი 1.5. აღნიშნული კრიტე
რიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ
რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებებელი
ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე
კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი
გადაწყვეტილება მიღებული;
გ
) მსჯავრდებულის
მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა –
კოეფიციენტი 1.5.
აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული;
დ
) ოჯახური პირობები – კოეფიციენტი 1. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის
დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰ
ყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა;
ე) მსჯავრდებულის პიროვნება –
კოეფიციენტი 1. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნე
ოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
2.
მსჯავრდებული
ს შე
ფასება ხდება
თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად სამდონიანი სისტემით – 0. 1. 2. შეფასება ხდება ნულიდან ორამდე თითოეული კრიტერიუმის რისკის ხარისხის სიმძიმის
შესაბამისად.
3. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხდება სხდომაზე ღია კენჭისყრით.
4.
თითო
ეული კრიტერიუმის სამდონიანი სის
ტემით შეფასების შემდეგ (0. 1. 2.), თითოული კრიტერიუმის შეფასების მაჩვენებელი (ციფრი) მრავლდება კრიტერიუმის კოეფიციენტზე, რის შემდეგაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ნამრავლი ჯამდება (შეფასების საბოლოო ქულა).
5.
თუ შეფასების საბოლოო ქულა აღემატება
6.5-ს
, მაშინ მსჯავრდებულს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
და განემარტება, რომ მას
უფლება აქვს განმეორებით მიმართ
ოს საბჭოს კანონით დადგენილ ვადაში
ან გაასაჩივროს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე
უარის თქმის შესახებ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.
6.
თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება
6.5-ს,
მაშინ მიიღება გადაწყვეტილება
საქმის ზეპირი
მოსმენით
განხილვის შესახებ
და ამის თაობაზე
ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულის, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა).
7.
ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმშ
ი მიეთითება თითოუეუ
ლ მსჯავრდებულთან მიმართებაში საბჭოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბოლოო შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილებების მითით
ებით.
მუხლი 13🔗. ზეპირი მოსმენა
1.
საბჭო გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის
პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის თაობაზე და
სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა), თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას.
3.
დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 5 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
4. შეტყობინებაში
მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში
დამატებით მიეთითება უფლებათა ნუსხა.
5.
თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილების მიღებაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
6.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 14🔗. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი
1.
ზეპირი მოსმენის სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის სხდომა დახურულია.
2.
ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.
3.
თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება
.
4.
ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.
5.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – დაატოვებინოს სხდომა, რაც არ აბრკოლებს სხდომის წარმართვას.
6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა წარიმართოს არასრულწლოვანისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
7.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა რეგლამეტი თითოეულს – 3 წუთამდე.
8.
ზეპირი მოსმენის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და ასევე ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
მუხლი 15🔗. საბჭოს წევრის აცილება სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვის დროს
1.
საბჭოს წევრი ვერ მიიღებს ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან,
მსჯავრდებულის დამცველთან ან მის
კანონიერ წარმომადგენელთან.
ასევე,
თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2.
თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თუ მას ეს არ განუცხადებია, მსჯავრდებულს, ასევე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვთ განაცხადონ აცილება.
3.
ზეპირი მოსმენის დაწყებამდე დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება აცილების შესახებ.
4.
საბჭო აცილების საკითხს წყვეტს იმ საბჭოს წევრის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.
5.
საბჭოს წევრის აცილების შემთხვევაში საბჭო ზეპირი მოსმენის სხდომას ატარებს ამ წევრის გარეშე.
6.
საბჭოს თავმჯდომარის აცილების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის
საკითხი გადაწყდება ამ დებულებით დადგენილი წესით. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარება გადაიდება საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნამდე
.
7.
თუ აცილება მისცეს საბჭოს ორზე მეტ წევრს, მაშინ მსჯავრდებულის
საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს.
მუხლი 16🔗. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
1.
ზეპირი მოსმენის სხდომის დროს იწარმოება ოქმი, რომელსაც აწარმოებს საბჭოს აპარატის თანამშრომელი.
2.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;
ბ) საბჭოს დასახელება;
გ) განხილვის დრო და ადგილი;
დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრების და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის ვინაობა;
ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი;
3.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.
4.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება.
მუხლი 17🔗. გადაწყვეტილების მიღება ზეპირ მოსმენაზე
სხომაზე ზეპირი მოსმენის დროს საბჭო იხილავს: ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მსჯავრდებულის მიმართ კრიტერიუმების შეფასებას, სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მოუსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე პირებს. მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე მსჯელობს მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 18🔗. გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ
1.
მსჯავრდებულს, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან დაწესებულების დირექტორს, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს,
შეუძლია კანონით დადგენილი წესით საბჭოს წარუდგინოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით
შეცვლის შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია (მსჯავრდებულის დახასიათება და პირადი საქმე) და შესაბამისი შუამდგომლობა.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
3.
თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხებზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს,
ან/და თუ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.
მუხლი 19🔗. საბჭოს უფლებამოსილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე
1.
საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.
2.
საბჭოს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი
, კანონიერი
წარმომადგენელი, ახლო ნათესავი
ან იმ
დაწესებულების დირექტორი, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული
. შუამდგომლობას თან ერთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა.
3.
შუამდგომლობაში აღინიშნება: მსჯავრდებულის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე, ჩადენილი დანაშაულის არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით, სასჯელის ზომა, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
მუხლი 20🔗. საბჭოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი
1.
საბჭოს გადაწყვეტილება არის
ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც
გამოიცემა სხდომის
გამართვიდან 5 დღის ვადაში.
2.
საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. გადაწყვეტილება
გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
4.
საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე დაუყოვ
ნებლივ ეგზავნება დაწესებულების ადმინისტრაციას აღსასრულებლად. გადაწყვეტილების ასლი ასევე ეგზავნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს.
მუხლი 21🔗. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 22🔗. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია
1.
სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას, ასევე სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, რომელიც პატიმრობის კოდექსით, კომისიის დებულებით და ამ დებულებით არის გათვალისწინებული.
2. სამინისტროს მუდმივმოქმედი
კომისია პეროდულად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, განიხილავს საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებათა შესახებ. სამინისტროს მუდმივმოქმედ
კომისიას, საკუთარი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე და საკუთარი გადაწყვეტილება დაადგინოს მასზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.
3. სამინისტროს მუდმივმოქმედი
კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 23🔗. საბჭოს ვალდებულებები კომისიის წინაშე
საბჭო ვალდებულია 3 თვეში ერთხელ ან სამინისტროს მუდმივმოქმედი
კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ანგარიშები პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებათა შესახებ.
მუხლი 24🔗. გარდამავალი დებულებები
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს მინისტრი.
2. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისათვის 2010 წლის 6 სექტემბრიდან 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე განსახილველად გადაცემული შუამდგომლობები
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე განსახილველად გადაეცეს ადგილობრივ საბჭოს განსჯადობის მიხედვით.