„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№814
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 01/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

მინისტრის №814

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1732) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ატესტაცია ტარდება ორ ეტაპად, რაც მოიცავს ტესტირებასა და გასაუბრებას.“.

2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

,,41. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაუბრების წესით.

42. ტესტირება ტარდება ამ წესის V თავით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“.

3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატის (სამსახურის თანამშრომლის) მიერ მოგროვებული ქულათა რაოდენობა იქნება 420 ან მასზე მეტი, ქულათა რაოდენობის მინიჭება განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ში.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                            პ. პეტრიაშვილი

 

დანართი №1

მისაღები კანდიდატების (საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების) ფიზიკური მომზადების ნორმატივები

 

დისციპლინა

ქულა

 

10

20

30

40

50

60

70

80

90

100

სირბილი 100 მ. (წამი)

16.8

16,4

16,0

15,6

15,2

14,8

14,4

14,0

13,6

13,2

სირბილი 1000 მ. (წუთი)

4,50

4,40

4,30

4,20

4,10

4,00

3,50

3,40

3,30

3,20

იატაკიდან აწევა

15

20

25

30

40

45

50

60

70

80

ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ

15

20

25

30

40

45

50

60

70

80

ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში

4

6

8

10

12

14

16

18

20

22

ღერძზე მიზიდვა

2

4

6

8

10

12

14

16

18

20

მარათონი  24 კმ (სთ)

4,15

4,0

3,45

3,30

3,15

3,0

2,45

2,30

2,15

2,0

 

შენიშვნა: 1. ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდეგი მეთოდით: მაგილითად, კანდიდატმა 100 მეტრის გარბენას მოანდომა 14,7 წამი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ციფრი მოქცეულია 60-სა და 70 ქულას შორის, მას უნდა დაეწეროს 60 ქულა (უფრო  მცირე ქულა). ანალოგიურად კეთდება სხვა დისციპლინებშიც.

2. საერთო ქულათა გამოანგარიშება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

მაგალითი: კანდიდატის მიერ ნორმატივების ჩაბარებისას მი ღ ებულ იქნა შემდეგი შედეგები: სირბილი (100 მეტრი) 14,9 წამი, სირბილი 1000 მეტრი – 4,13 წუთი, იატაკიდან აწევა 47-ჯერ, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 58-ჯერ, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 17-ჯერ, ღერძზე მიზიდვა – 6-ჯერ, მარათონი (24კმ) – 4სთ. ზემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით კანდიდატის მიერ მოგროვილი ქულათ ა რაოდენობა იქნება: სირბილი 100 მეტრი – 50 ქულა, სირბილი 1000 მეტრი – 40 ქულა, იატაკიდან აწევა 60 ქულა, ტანის აწევა ზურგზე წოლისას ხელებით თავქვეშ – 70 ქულა, ორძელზე ხელების მოხრა-გაშლა ბრჯენში – 70 ქულა, ღერზძე მიზიდვა – 20 ქულა, მარათონი (24კმ) – 20 ქულა. სულ საე რ თო ჯამი იქნება 330, ე.ი კანდიდატს მიეცემა უარყოფითი შეფასება, რადგან დადებითი შეფასება მიეცემათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს 420 ან მეტი ქულა.