„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№818
სარეგისტრაციო კოდი
200230010.22.033.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 01/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის                                                                                                  ბრძანება №818

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის    2008 წლის                                31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.08, №187, მუხლი 2015) დამტკიცებულ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პირი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

ამ თავით (გარდა მე-19 მუხლისა) დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება აქვს:

ა) ფიზიკურ პირს:

ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;

ა.ბ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას;

ბ) პირს (გარდა ფიზიკური პირისა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ფ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

     „მუხლი 19.

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის„ASYCUDA“-ს მეშვეობით A  ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის1 ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                პ. პეტრიაშვილი                                    

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2010.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ?
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 29.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №818. სარეგისტრაციო კოდი — 200230010.22.033.016032.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ, №818, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 200230010.22.033.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1069993/