„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №11-71
სარეგისტრაციო კოდი 310060000.36.101.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 09/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,663 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
01.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №11-71 2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიებ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების თანდართული წესი; ბ) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ ავტობუსზე, კატეგორიების მიხედვით, ყოველთვიურად განისაზღვროს: ბ.ა) M2 კატეგორიისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ.ბ) M3 კატეგორიისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით. 2. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასად განისაზღვროს 10 ლარი. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების, შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის №2-15 გადაწყვეტილება. 4. გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საკრებულოს თავმჯდომარე   ზ. სამადაშვილი დანართი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიებ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემისთვის კონკურ სის ჩატარების ზოგად პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა                   ქ. თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შესაბამისად; ბ) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები): ბ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; ბ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია; გ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; დ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურს ის მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე , ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადდა გამარჯვებულად; ე) ლოტი – ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება M2 ან M3 კატეგორიების ავტობუსები თ; ვ) მარშრუტი – პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; ზ) ნებართვა – კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება , ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 ან M3 კატეგორიის ავტობუსებით; თ) ნებართვის გამცემი – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული; ი) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; კ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება; ლ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; მ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; ნ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე.     მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები 1. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ. 2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება, რომელიც გაიცემა კონკურსის წესით. 4. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა. 5. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა წარმოებს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ლოტებზე. 6. კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს შემდეგი მიზნით: ა) M2 კატეგორი ის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად; ბ) M3 კატეგორი ის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად. 7. ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა. 8. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ი საკონკურსო პირობების შესაბამისად. 9. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული ნებართვის გაცემის ფასის შემცირება გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაიშვება.     მუხლი 4🔗. კონკურსის ორგანიზება 1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 2. კონკურსის ორგანიზატორია ქ. თბილისის მთავრობა. 3. კონკურსში მონაწილეობის, მისი გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს ამტკიცებს                      ქ. თბილისის მთავრობა. 4. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა                ქ. თბილისის მთავრობა აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ავრცელებს ინტერნეტის ქსელით.     მუხლი 5🔗. ნებართვის გაცემა 1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულზე, რომელიც ქ. თბილისის მთავრობასთან გააფორმებს ხელშეკრულებას კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. 2. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ლოტზე ახალი კონკურსის ჩატარებამდე ნებართვა გაიცემა ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი ვადითა და პირობებით მის მიერ შერჩეულ გადამზიდველზე.     მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები 1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა. 2. სანებართვო მოწმობის ფორმას და რეკვიზიტებს ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.     მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი ფასის ოდენობაა 10 ლარი. 5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს. 6. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.     მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 4. ნებართვა შეიძლება გაუქმებულ იქნეს აგრეთვე: ა) ნებართვის სხვა პირზე გადაცემისათვის; ბ ) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში; გ ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; დ ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის; ე ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. 5. ნებართვის გადაცემა სხვა პირებზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარი შეთანხმებით და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. 6. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს. 8. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს. 9. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მისი მფლობელი პასუხს აგებს, როგორც ნებართვის გარეშე მომუშავე პირი.     მუხლი 9🔗. ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა ნებართვის მიმღები ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 10🔗. უწყებრივი სანებართვო რეესტრი 1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი. 2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა ) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე; ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი; დ) ნებართვის სახე. 4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.     მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.