,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №124
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ. №6, მუხ. 144) დამტკიცებულ ,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
,,3. შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად. დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონულ დეკლარაციას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ დეკლარაციის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის დღედ ჩაითვლება დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში ჩაბარების დღე, ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში – დეკლარაციის საგადასახადო ორგანოს ბაზაში ასახვის თარიღი.“;
გ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მატერიალური ფორმით წარდგენისთანავე საჯარო მოსამსახურეზე (პრეტენდენტზე) თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №2) გაიცემა ცნობა დეკლარაციის წარდგენის შესახებ. ცნობას ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს უფროსი და ესმება ბეჭედი. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამის დაწესებულებას ეგზავნება ცნობა დეკლარაციის წარდგენის შესახებ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 მაისისა, ხოლო პრეტენდენტის შემთხვევაში – დეკლარაციის ბაზაში ასახვიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი