ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის

მიღების თარიღი 04.10.2010
ძალაში შესვლა 04.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 08/12/2010
matsne.gov.ge 1,543 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2010 მიღება
04.10.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის /* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა 2010-2012 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები” ეყრდნობიან რა ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში 1995 წლის 19 იანვარს ქ. სოფიაში ხელმოწერილი შეთანხმების მე-7, მე-8 და მე-16 მუხლებს, გააჩნიათ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ორმხრივი სურვილი, თანხმდებიან შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ კულტურული გაცვლების არსებულ ფორმებს და, ასევე, სასურველი პირობების შექმნას, პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავებას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე ინდივიდუალურ პირებს შორის.     მუხლი 2🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ორმხრივ თანამშრომლობას კულტურის მოღვაწეებსა და კულტურისა და ხელოვნების სფეროს ექსპერტებს შორის ერთმანეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარებულ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.     მუხლი 3🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ კონტაქტების განვითარებას მუსიკისა და ცეკვის სფეროებში შემდეგი ღონისძიებების გატარების გზით: 1. რეგულარული და დროული ინფორმაციის გაცვლა მუსიკისა და ცეკვის ფესტივალების, კონკურსების, სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყონ მეორე ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა ყოველი კონკრეტული ღონისძიების წესების შესაბამისად. ამ მიზნით ბულგარეთის მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს მონაწილეობას შემდეგ ფესტივალებში: a) სამარშო მუსიკის დღეები, ქ. ღუსი (ყოველწლიური); b) მუსიკის ფესტივალი, როგორც ვარნას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ნაწილი (ყოველწლიური); c) ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ქ. ვარნა; d) ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ქ. ბურგასი; e) ბალეტის საერთაშორისო კონკურსი, ქ. ვარნა (წელიწადში ორჯერ); ქართული მხარე სთავაზობს ბულგარეთის მხარეს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებებში: a) თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „თანამედროვე მუსიკის საღამოები“ (ყოველწლიური); b) კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, ქ. თბილისი (ყოველწლიური); c) თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” (ყოველწლიური); d) ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალი, ქ. თბილისი (ყოველწლიური); e) ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი (ყოველწლიური). 2. ერთი ქვეყნის კომპოზიტორებისა და ქორეოგრაფების ნამუშევრების ჩართვა მეორე ქვეყნის მხატვრული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების რეპერტუარში თითოეულ ქვეყანაში მოქმედი საავტორო უფლებების და, ასევე, დაინტერესებული ინსტიტუტების ავტონომიის დაცვის შესაბამისად. 3. გაცვლების (ოპერა, ბალეტი, ფოლკლორი, ორკესტრი – სიმფონიური/კამერული, ბენდები/ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები) ხელშეწყობა პირდაპირი შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 4🔗 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, ნაცვალგების საფუძველზე, ხელი უნდა შეუწყონ ორმხრივ თანამშრომლობას თეატრის (დრამისა და თოჯინების) სფეროში პირდაპირი კონტაქტების დამყარების გზით: ბულგარეთის მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს მონაწილეობას შემდეგ ფესტივალებში: a) ქ. ვარნის თეატრის საერთაშორისო საზაფხულო ფესტივალი (ყოველწლიური); b) კამერული თეატრის ფესტივალი, ქ. ვრატზა (ყოველწლიური); ქართული მხარე სთავაზობს ბულგარეთის მხარეს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებაში: a) თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (ყოველწლიური).     მუხლი 5🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას სახვითი ხელოვნების სფეროში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით: 1. ნაცვალგების საფუძველზე, თანამედროვე სახვითი ხელოვნების ნიმუშების, შავ-თეთრი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენები, და ერთი გამოფენა კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის სფეროში (ხელშემკვრელ მხარეთა ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, ხელმოწერილი კონტრაქტის შესაბამისად). 2. გაცვლითი გამოფენების პირობებზე პირდაპირი შეთანხმება. 3. დაინტერესებულმა ინსტიტუციებმა, ექსპერტებმა და ხელოვანებმა ხელი უნდა შეუწყონ ხელოვანებისა და ხელოვნების კრიტიკოსების სიმპოზიუმებში, სემინარებსა და საერთაშორისო ვორქშოპებში მონაწილეობას. ბულგარეთის მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებებში: a) ხელოვნებაში სატირისა და იუმორის საერთაშორისო ბიენალე, ქ. გაბროვო, სატირისა და იუმორის მუზეუმი; b) გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე, ქ. ვარნა; c) პლენერზე ხატვის საერთაშორისო ღონისძიება, ქ. ბალჩიკი. ქართული მხარე სთავაზობს ბულგარეთის მხარეს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებაში: a) სახვითი და ვიზუალური ხელოვნების თბილისის საერთაშორისო ფორუმი „არტისტერიუმი – 2009”.     მუხლი 6🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას ფოტოგრაფთა პროფესიულ ასოციაციებს შორის ისევე, როგორც დოკუმენტური და მხატვრული ფოტოგამოფენების გაცვლას (თითოეული მხრიდან თითო გამოფენა).     მუხლი 7🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ პირდაპირ თანამშრომლობას მუზეუმებს, ხელოვნების გალერეებსა და კვლევით, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის ინსტიტუტებს შორის.     მუხლი 8🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების, კულტურული და ისტორიული ძეგლების რესტავრაციის სფეროში, ასევე ექსპერტებისა და ტექნოლოგიების გაცვლის საკითხებში.     მუხლი 9🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ, რათა თავიდან აიცილონ კულტურულ ფასეულობათა არალეგალური ექსპორტი, იმპორტი და ტრანსფერი ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედი კანონმდებლობისა და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.     მუხლი 10🔗 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, ნაცვალგების საფუძველზე, უნდა ითანამშრომლონ წიგნის გამოცემისა და დისტრიბუციის სფეროში, შემდეგი ღონისძიებების გატარების გზით: a) პირდაპირი შეთანხმებების საფუძველზე, წიგნის ბაზრობებში მონაწილეობის ხელშეწყობა; b) გამოცემების სტიმულირება და მეორე ქვეყნის ავტორების მიერ შესრულებული მხატვრული და მეცნიერული ლიტერატურის დისტრიბუცია; c) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთარგმნელთა მოწვევა ეროვნულ და საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.     მუხლი 11🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას ბიბლიოთეკის სფეროში შემდეგი ღონისძიებებით: a) თანამშრომლობის ხელშეწყობა ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნულ და სხვა ბიბლიოთეკებს შორის გამოცემების (წიგნები, დროებითი გამოცემები და სხვა მედია) გაცვლის სფეროში, მათ შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე; b) ექსპერტების გაცვლა ბიბლიოთეკის სფეროსა და ბეჭდვითი გამოცემების რესტავრაციის სფეროში წინასწარი კოორდინაციისა და ნაცვალგების საფუძველზე.     მუხლი 12🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სფეროში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ.     მუხლი 13🔗 1. კინოს სფეროში ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ: a) მხატვრული და დოკუმენტური მასალების გაცვლას; b) ბულგარული და ქართული ფილმების მონაწილეობას ბულგარეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში; c) ბულგარეთის კინოს დღეების და ქართული კინოს დღეების ორგანიზება ნაცვალგების საფუძველზე; ამ მიზნით ბულგარეთის მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს შემდეგ ფესტივალებში მონაწილეობას: a) ერთობლივი ევროპული წარმოების ფესტივალი, ქ. სოფია (ყოველწლიური); b) „სიყვარული ბრმაა” – საერთაშორისო კინოფესტივალი, ქ. ვარნა (ყოველწლიური); c) „სოფია ფილმ ფესტ” – საერთაშორისო კინოფესტივალი, ქ. სოფია (ყოველწლიური). ქართული მხარე სთავაზობს ბულგარეთის მხარეს მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებებში: a) თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „პრომეთე“, (ყოველწლიური); b) საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ბიმინი”, ქ. ბათუმი (ყოველწლიური); c) საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი”,    ქ. ბათუმი (ყოველწლიური).     მუხლი 14🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას ფოლკლორის სფეროში და ნაცვალგების საფუძველზე, მოიწვიონ პროფესიონალი ანსამბლები და მოყვარულთა ჯგუფები შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.     მუხლი 15🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა ასევე ხელი უნდა შეუწყონ პირდაპირი თანამშრომლობის სხვა ფორმების განვითარებას, როგორც კულტურული გაცვლის საშუალებას მსგავს კულტურულ დაწესებულებებს შორის, რაც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამით და არ ეწინააღმდეგება მის მიზნებს. ზოგადი დებულებები და ფინანსური ვალდებულებები     მუხლი 16🔗 ცალკეული ხელოვნების მოღვაწეთა გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნმა მხარემ მიმღებ მხარეს 2 (ორი) თვით ადრე უნდა შეატყობინოს კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი სამუშაო გრაფიკი. მიმღებმა მხარემ უნდა მოახდინოს რეაგირება ვიზიტის დაგეგმილ თარიღამდე არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღით ადრე.     მუხლი 17🔗 1. ამ პროგრამის თანახმად, ხელშემკვრელ მხარეთა შორის, ცალკეული ხელოვნების მოღვაწეთა ურთიერთგაცვლითი პროექტების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი ფინანსური პირობების საფუძველზე: a) გამგზავნი მხარე ფარავს ამ პირთა მგზავრობის ხარჯებს მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან; b) მიმღები მხარე უზრუნველყოფს სამუშაო გრაფიკის შესაბამისად ადგილზე გადაადგილების, ასევე დღიური და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ პროგრამის ფარგლებში, ცალკეული ხელოვნების მოღვაწეთა ურთიერთგაცვლის პროექტების შემთხვევაში, მიმღები მხარე, აუცილებლობის შემთხვევაში, ანაზღაურებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს. ყველა სხვა სახის სამედიცინო მომსახურება რეგულირდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 18🔗 ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე გამართულ ფესტივალებში მონაწილეობის შემთხვევაში, უცხოელ მონაწილეთა ფინანსური საკითხები (კვება, სასტუმროს ხარჯები, ადგილობრივი ტრანსპორტი) რეგულირდება ყოველი კონკრეტული ღონისძიების წესდების შესაბამისად.     მუხლი 19🔗 საშემსრულებლო სფეროში ინდივიდუალური შემსრულებლის ან შემსრულებელთა ჯგუფის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი მხარე ფარავს მათი მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან. მიმღები მხარე ფარავს საკონცერტო დარბაზის ქირის, პოსტერების და მოსაწვევების ბეჭდვის ხარჯებს, ასევე ღონისძიების რეკლამასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა შეთანხმებები ამ საკითხებზე.     მუხლი 20🔗 თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის არ არის დადებული სხვა შეთანხმება, გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა იქნეს დაფარული შემდეგნაირად: 1. გამგზავნი მხარე უზრუნველყოფს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას: a) ექსპონატების ტრანსპორტირების ხარჯი გამგზავნი ქვეყნიდან მიმღებ ქვეყანამდე და უკან; b) ექსპონატების დაზღვევის ხარჯები; c) გამოფენის თანმხლები ექსპერტის მგზავრობის ხარჯები. 2. მიმღები მხარე ფარავს შემდეგ ხარჯებს: a) ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯები, საბაჟოს გადასახადი, საგამოფენო დარბაზის ხარჯები, სარეკლამო მასალის ბეჭდვა; b) გამოფენის თანმხლები ექსპერტის ცხოვრების ხარჯები 4 (ოთხი) დღის მანძილზე; c) საკუთარ ტერიტორიაზე ექსპონატების დაზღვევისა და უსაფრთხოების ხარჯები; ექსპონატების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მიმღები მხარე ადგენს საჭირო საბუთებს სადაზღვევო საჩივრისათვის და ვალდებულია, გამგზავნი მხარის აშკარად გამოხატული თანხმობის გარეშე აწარმოოს არანაირი სარესტავრაციო სამუშაოები, გადაუდებელი პრევენციული ღონისძიების გარდა. ეროვნული ფასეულობების გაცვლითი გამოფენების მოწყობის შემთხვევაში აღნიშნული პირობები შესაძლოა დაექვემდებაროს შემდგომ დაზუსტებებს და განისაზღვროს სპეციალური შეთანხმებით.     მუხლი 21🔗 წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. ხელმოწერილია ქ. --------------, 2010 წლის „—“ ------------, ორ დედნად, თითოეული ბულგარულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. ბულგარეთის რესპუბლიკის                                საქართველოს კულტურისა და ძეგლთა  კულტურის სამინისტროს                                    დაცვის სამინისტროს  სახელით                                                                   სახელით