„საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
320060000.17.010.006960
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.17.010.006.967

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება №4

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების შემდგომი ეტაპის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკა-ციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის №3 დადგენილებ ით (სსმ III, 2001 წ., №53, მუხლი 401) დამტკიცებული საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე     დ. ქიტოშვილი

დანართი

საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები

რიგითი

გზავნილებათა სახეობები და მომსახურებები

საზღაურის ოდენობა ლარებში

1

2

3

1.

საფოსტო ბარათების, წერილების და ბანდეროლების გაგზავნა:

– უბრალო წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე

– შეკვეთილი წერილი, ბარათი და ბანდეროლი წონით 20 გრამამდე

ყოველ შემდგომ სრულ და არასრულ 50 გრამზე უბრალო, შეკვეთილი და ფასიანი წერილების და ბანდეროლების გადაგზავნას ემატება

ფასიანი წერილის და ბანდეროლის დაზღვევის საზღაურად, გარდა უბრალო გზავნილებებზე დადგენილი ტარიფისა, დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი

 

0.4

0.7

 

 

0.2

2.

ამანათების გაგზავნა საქართველოს ფარგლებში ყოველ სრულ და არასრულ ერთ კილოგრამზე

ფასგამოცხადებული ამანათის გაგზავნის შემთხვევაში დაზღვევის საზღაურად დამატებით აიღება შეფასებული თანხის 6 პროცენტი

 

2.5

3.

საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ფოსტით

– უბრალო

– შეკვეთილი

 

 

0.2

0.3