კრედიტორტა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
შპს ,,ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით:
1. შეწყდეს შპს ,,ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ რეაბილიტაციის პროცესი და დაიწყოს გაკოტრება.
2. დაევალოს კრედიტორებს, რომ მათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, სასამართლოს უნდა წარუდგინონ ამ განჩინების გამოქვეყნების დღიდან 30 დღის განმავლობაში.
3. რეაბილიტაციის შეწყვეტამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება და გარიგება დარჩეს ძალაში.
4. მოწვეულ იქნეს შპს ,,ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ კრედიტორთა კრება 2010 წლის 6 დეკემბერს, 12:00 საათზე.
5. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).
კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:
ა)გაკოტრების მმართველის დამტკიცება.
6. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.
7. განჩინება გაეგზავნოს მხარეებს.
8. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე,აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.:ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა№11).
მოსამართლე გ. აბუსერიძე