„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1740
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.10.2009,№132, მუხ.1525) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესა ხ ებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:”.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება.”
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება”.
5. დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს”.
„3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.”.
6. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემიდან მიღებულ შემოსავლებზე”.
7. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე მინისტრის დავალებების და ბრძანებების შესრულების კონტროლი.”.
8. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება”.
9. მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „შ” ქვეპუნქტი.
10. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ბ) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
დ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
გ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ე) კანცელარია (სამმართველო);
ვ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო;
ზ) პროტოკოლის სამმართველო.
11. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვედანაყოფია ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო.”.
12. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) ბუღალტერია (სამმართველო);
ბ) ლოჯისტიკის სამმართველო.
2. საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს;
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემების მოთხოვნა და მიღება. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან წარმომადგენლების, სპეციალისტების მოწვევა და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;
ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ზ) მონაწილეობის მიღება სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის პროცესში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება. ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი. სამინისტროში არსებული წახალისების სისტემის ანალიზი, მოსამსახურეთა მოტივაციისა და წახალისების ახალი სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს, სამუშაო პირობების ანალიზი – შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობა და სირთულე სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობას, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი.
ლ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება;
მ) სამინისტროში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, ტრეინერების შერჩევა, ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება.
ნ) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;
ო) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;
პ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;
ჟ) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანომდებლობით დადგენილი წესით;
ს) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
უ) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალურ ი შეკეთების კოორდინაცია;
ფ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა საწყობის მეშვეობით;
ღ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, კონტროლის განხორციელება საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე;
ყ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა ბუღალტერიასთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შ) ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებისათვის;
ჩ) სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.
ც) სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ძ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
წ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ჭ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ხ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
ჯ) სამინისტროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემიდან მიღებული შემოსავლების ფინანსური მონიტორინგი
13. მე-6 მუხლს დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით.“.
„მუხლი 61
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეხაბამისი შესყიდვების განხორციელება.
ე) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;
ზ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.“.
14. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
ბ) კომპიუტერების დადგმა, გაწყობა და ახალი მომხმარებლის ჩართვა შიდა კომპიუტერულ ქსელში. დამატებითი პერიფერიული ან/და ქსელური მოწყობილობების მიერთება შიდა კომპიუტერულ ქსელზე;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით;
დ) მთავარი სერვერის და ფაილ სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) სერვერზე ოპერაციული სისტემისა და პროგრამების განახლება. შიდა ქსელის მიერთება გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან). სერვერზე ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პროგრამების (კოდექსი 2007) ყოველკვირეული განახლება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლების კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების დაყენება-განახლება, საოფისე, ანტივირუსული და სხვა საჭირო პროგრამების ჩაწერა და განახლება. კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;
ზ) ადმინისტრირებისათვის ახალი მასალების მოძიება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რაც დაეხმარება სამინისტროს კომპიუტერული სისტემისა და ქსელის მართვაში.“.
15. მე-8 მუხლი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო ცნობების გაფორმება. სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;
ვ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება. ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი. სამინისტროში არსებული წახალისების სისტემის ანალიზი, მოსამსახურეთა მოტივაციისა და წახალისების ახალი სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს, სამუშაო პირობების ანალიზი – შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობა და სირთულე სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობას, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი.
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება;
ნ) სამინისტროში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, ტრეინერების შერჩევა, ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;
ო) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;
პ) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა, გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირების ჩატარების ორგანიზება. ს ასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა;
ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა;
რ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
ს) სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
16 . მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. კანცელარიის ქვედანაყოფია კანცელარიის არქივი.
2. კანცელარიის ფუნქციებია:
ა) კანცელარია მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ახორციელებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით;
ბ) სამინისტროში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება სათანადო კომპიუტერული პროგრამით და მოძრაობა კანონმდებლობით დადგენილი საქმის წარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის, მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციის უფროსისათვის;
დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების პროექტების, ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) გაანაწილოს და გადასცეს რეგისტრირებული კორესპონდენცია მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს;
ზ) უზრუნველყოს მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;
თ) უზრუნველყოს სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის დროულად გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
კ) შეინახოს და გამოიყენოს არსებული წესის შესაბამისად კანცელარიის მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭედი და სარეგისტრაციო შტამპები;
მ) კომპეტენციის შესაბამისად მოამზადოს სათანადო მასალები სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
ლ) უზრუნველყოს სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვა;
მ) დაამოწმოს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლები;
ნ) დაამოწმოს სამინისტროში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათები.
2. კანცელარიის არქივი ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
17. მე-11 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა.“.
18. ამოღებულ იქნეს მე-12 და მე-13 მუხლები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძე