„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №172
2010 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული №12, 1998 წ., გვ. 90) დამტკიცებულ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) II თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების, საბაზრო ურთიერთობათა მოწესრიგების და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, მცენარეთა ახალი ჯიშები, ცხოველთა ახალი ჯიშები, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებები) უფლებების მოპოვების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით;“;
ბ) VI თავიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები;
გ) VI თავის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები: „ქმნის სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოს,“;
დ) VI თავის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საქპატენტის ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.“;
ე) VI თავიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი