⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.07.2014)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.169.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 897 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
30.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BalloonTextChar { } span.FooterChar { } p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 26.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2010 წლის 29 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად /დანართი თან ერთვის/. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აპრილის №40 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში /ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2/ უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზ. ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური /შემდგომში „სამსახური“/ წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება და ეს დებულება. 3. სამსახურის საქმისწარმოების, დოკუმენტების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და გამგებლის სხვა ადმინისტრაციული აქტებით. 4.საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 5.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში, მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 7. სამსახურის საქმიანობისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 8. სამსახური არ არის იურიდიული პირი.     მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: 1. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება; კულტურის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა; ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა, სასპორტო და სახელოვნებო განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების, ასევე გამგებლის დავალებების შესრულება. 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების,ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა, სასპორტო, სახელოვნებო განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირებისა და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; აღნიშნულ ობიექტებში ზამთრის სეზონისათვის მზადების სამუშაოების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების სისტემების გამართული მუშაობის, სანიტარიული ნორმების დაცვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია. 3. სამსახურის კომპეტენციის სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და განვითარების, გამოჩენილ ადამიანთა პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 4. სამსახურის კომპეტენციის სფეროებში შემავალი დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 5. მასობრივი კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია.  მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები სამსახურს უფლება აქვს: 1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია. 2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ღონისძიებები; მოამზადოს წინადადებები მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე დასაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევის თაობაზე.     მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე). მას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. 2. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. 4. სამსახური მოვალეა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და სამსახურის დებულებებით, გამგებლის დავალებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.