„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №178
2010 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №82, მუხ. 1075) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ივანე შველიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვაჟა გელეიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მყარი წიაღისეულის განყოფილების გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
კობა გაბაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის წიაღისეულის მოძიებისა და მოპოვების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
უჩა ზვიადაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეო-ლოგიის მიმართულების სრული პროფესორი
თინათინ კუთხაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შპს „საქკურმინწყლების“ დირექტორი
ნოდარ ქაჯაია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მარგი წიაღისეულის გეოლოგიისა და ძიების მიმართულების ხელმძღვანელი
დავით შარიქაძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
თინათინ შენგელია – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მერაბ ჩალათაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი
ნანა ჯანჯღავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი