გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადის წარმოებაში მიღების თაობაზე
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა შპს „ბონუსის“ დირექტორის ირაკლი მუსკას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2010 წლია 10 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ბონუსის“ დირექტორმა ირაკლი მუსკამ და შპს„ბონუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა, ხოლო მოტივად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთითა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, ვინაიდან განცხადება არ აკმაყოფილებდა „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, განმცხადებელს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით, შპს „ბონუსის“ დირექტორმა ირაკლი მუსკამ განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც უთითებს, რომ მის მიერ განცხადებაში არსებული ხარვეზი შევსებულია და იგი მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17, 21-ე, 25-ე, 26-ე ,29-ე, 36-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ბონუსის“ დირექტორის ირაკლი მუსკას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში და შპს„ბონუსის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.
2. შპს „ბონუსის“ მეურვედ დაინიშნოს ჯუმბერ ქართველიშვილი– უმაღლესი იურიდიული განათლებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო საპეციალიზაციით (პ/ნ 61006012500), მცხოვრები ხელვაჩაური, სოფელი კაპანდიები.
3. აეკრძალოს შპს „ბონუსს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.
4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს „ბონუსის“ მიმართ
5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტები, პირგასამტეხლოს, საურავების(მათ შორის საგადასახადო/საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.
7. მოწვეულ იქნეს შპს „ბონუსის“ კრედიტორთა კრება 2010 წლის 10 ნოემბერს, 12.00 საათზე.
8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, დარბაზი №5).
კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) მეურვის ანაგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;
ბ) კრედოტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.
11. განჩინებაზე დაიშვება კერძოს საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქუთაისი, კუპრაძის ქ . №11).
მოსამართლე გ. აბუსერიძე