„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №188
2010 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №145, მუხ. 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამონაკლის შემთხვევებში, დასაბრუნებელი მოწმობა შესაძლებელია გაიცეს სამ თვემდე მოქმედების ვადით, თუ:
ა) ეს დაკავშირებულია საქართველოში დასაბრუნებლად სატრანზიტო ვიზის მიღებასთან;
ბ) პირი იმყოფება სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით.“;
ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა სამ თვემდე მოქმედების ვადით გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში მყოფ პირებზე.
4. დაუშვებელია სამ თვემდე მოქმედების ვადით გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №188. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №188, 25.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107224/