,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №197

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) უზრუნველყონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების დამზადება.“;

ბ) მე-4 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

გ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში (შემდეგში – საგადასახადო ორგანო) წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).“;

გ.ბ) მე-16 მუხლში სიტყვების: „ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში,“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ.გ) №2 დანართში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2010.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
„,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 31.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №197. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №197, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107236/