,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №198
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010წ., №6, მუხ.35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-13 მუხლის:
ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები;“;
ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და უფროსის მოადგილეები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი