,,დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №217
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება “დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №137, მუხლი 1229) და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პირის სისხლისსამართლებრივი ძებნის შესახებ განახლებადი მონაცემთა ბაზა ყოველდღიურად მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
2. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ამოწმებს პირის სისხლისსამართლებრივ ძებნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ამ პირთა შესახებ რაიმე ცნობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი