⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.11.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016036
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 03/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,197 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2010 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
10 11
15 16
რაოდენობა
გვარი სახელი
ოქმის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:AcadNusx;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 40.5pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №823 2010 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-13 ნაწილის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა- ანგარიშგების წესი“ (დანართი №1); ბ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №964 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 პ. პეტრიაშვილი დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის  მე–13 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სანქციის შეფარდების, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს. 2. შემოსავლების სამსახური საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების  გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.     მუხლი 4🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით (დანართი №2) (შემდგომში – ოქმი) ან საგადასახადო შემოწმების აქტით. 2. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. 3. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 4. შემოსავლების სამსახურიდან ოქმების გაცემა შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებსა (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) და შემოსავლების სამსახურის სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულებზე (შემდგომში – სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები) ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე. ოქმებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) (შემდგომში – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 5. ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები ოქმებს გასცემენ მათ სტრუქტურულ ერთეულებზე/სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე და ოქმების აღრიცხვას აწარმოებენ ოქმების აღრიცხვის ჟურნალში. 6. ოქმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 7. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან). 8. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 9. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას ოქმი დგება 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) ოქმის შემდგენელი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში) ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი. 10. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, უბრუნებს ოქმის ფორმის გამცემს. 11. თუ ჯარიმის დარიცხვისთვის საჭიროა გაანგარიშება, ოქმის შემდგენელი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. 12. ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. 13. ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 14. ოქმის ერთი ეგზემპლარი საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს, ხოლო მეორე – გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმის ორივე ეგზემპლარზე ხელის მოწერით ადასტურებს ოქმის მიღებას. 15. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს იტყვის ოქმის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები. 16. ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში და რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს (გადაეცეს) იმ ორგანოს/პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე.     მუხლი 5🔗. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი 1. საგადასახადო ორგანო ოქმების აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის. 2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მოადგილის ხელმოწერით და საგადასახადო ორგანოს ბეჭდით. 3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით. 4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო მე-20 გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი)). 5. დასაშვებია ოქმების აღრიცხვა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში (დანართი №3), რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ. 6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ოქმების აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ოქმების აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას. 7. კალენდარული წლის ბოლოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული ოქმების საერთო რაოდენობის შესახებ. 8. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. 9. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა. 10. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. საგადასახადო ორგანოში ოქმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები  1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ საგადასახადო ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით. 2. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საგადასახადო ორგანო, რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი საგადასახადო აღრიცხვაზე  იმყოფება სხვა საგადასახადო ორგანოში, სამართალდარღვევის გამომვლენი საგადასახადო ორგანო საქმეს განსახილველად უგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოს.     მუხლი 7🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1. ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანების სახით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება  ბათილია. 2. თუ ოქმში არ ფიქსირდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე გამოსცემს ბრძანებას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება. 3. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე, აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანების სახით. 4. გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს: ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამის საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას; ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები; გ) ოქმის შედგენის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა; დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა; ე) ექვემდებარება თუ არა პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები. 6. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ის მონაცემი, რომლის საფუძველზეც დადგინდება საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მონაცემები და გარემოებები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ოქმით, სამართალდამრღვევი პირის შენიშვნებითა და განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, ოქმის შემდგენელი პირის ახსნა-განმარტებით და სხვა.  8. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონმდებლობით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმეზე არსებული გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იღებს გადაწყვეტილებას პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენების, საგადასახადო სანქციის გამოუყენებლობის ან საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. 9. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის მიერ თანხების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან (ბრძანების გამოცემიდან) 5 სამუშაო დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანო სამართალდამრღვევ პირს უგზავნის „საგადასახადო მოთხოვნას“  დადგენილი წესით. 10. თუ სამართალდამრღვევი პირი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის მიერ მიღებულ ბრძანებას, მას შეუძლია აღნიშნული ბრძანება, მის საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილ ვადაში და წესით. 11. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის წესებს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. ოქმის ფორმების ჩამოწერის საფუძველია: ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომა; ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანება. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი N4) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნომერი. 3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა–უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად. დანართი №2            სსიპ - შემოსავლების სამსახური … (საგადასახადო ორგანოს დასახელება) საგადასახადო სამართალდარღვევის  ოქმი სერია . . . . .  N000000 1.   ––––––––––––  –––––––––––––––––    –––––––––    2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––         (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)                                       (ოქმის შედგენის ადგილი) 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                   (ოქმის შემდგენელი პირის/პირების თანამდებობა, სახელი, გვარი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                 (საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. სამართალდამრღვევი პირის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საიდენტიფიკაციო ნომერი – მისი არსებობის შემთხვევაში, ან სახელი, გვარი, პირადი ნომერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. ოქმის შემდგენელი პირი:     ––––––––––––––––––––––––––––––––   –––––––––––––––---------                                                                                                                                                                                                                                              (ხელმოწერა)                            (სახელი, გვარი) 7. სამართალდამრღვევი პირი:  –––––––––––––––––––––––––––      ––––––––––––––––––––––––                                                                          (ხელმოწერა)                           (სახელი, გვარი)   8. მოწმე:  ––––––––––––––––––––––––      –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                          (ხელმოწერა)                                   (სახელი, გვარი, მისამართი) 9. ჩავიბარე ოქმი:  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                               (სამართალდამრღვევის ხელმოწერა) 10. შენიშვნები და განმარტებები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––             ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––             ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––             ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––_-  ოქმის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე. საგადასახადო სანქციის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს წარედგინება „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში სსიპ – შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით წერილობითი საჩივრის შეტანის გზით ან სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის  № დანართი №3 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი № ოქმის გაცემის თარიღი ოქმის ნომერი ოქმის გამცემი ოქმის მიმღები გვარი სახელი თანამდებობა გვარი სახელი თანამდებობა 1 2 3 4 5 6 7 8 9 გაგრძელება ოქმის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი შედგენილი (გამოყენებული) ოქმები გვარი სახელი თანამდებობა ოქმის შედგენის თარიღი 10 11 12 13 14 გაგრძელება დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი გვარი სახელი თანამდებობა 15 16 17 18 19 20 დანართი №4 აქტი № გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აქტის შედგენის ადგილი) „–––––“  „––––––––––––––“ 201  წელი № რაოდენობა ოქმის ინდივიდუალური ნომერი(ნომრები) შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: სტრუქტურული ერთეულის უფროსი                                                                                                 /–––––––––––––––––––––––/ ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი                                                                     /–––––––––––––––––––––––/