საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)
მიღების თარიღი 29.10.2010
ძალაში შესვლა 29.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 08/12/2010
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 718 | 718.7 |
| 728 | 728.43 |
| 897 | 897.3 |
| თავი | სათაური |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:"BPG Academiuri UAm";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:black;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:red;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Arial","sans-serif"; color:black;} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Arial","sans-serif"; color:red;} p.para2bulletinP1, li.para2bulletinP1, div.para2bulletinP1 {mso-style-name:"para 2 \(bullet in P1\)"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:11.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.2in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.2in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.2in;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.2in;} div.Section4 {page:Section4;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სესხის ნომერი 2664 –GEO
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)
საქართველოს
და
აზიის განვითარების ბანკს
შორის
თარიღი – 29 სექტემბერი 2010
PLL : GEO 43496
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2010 წლის 29 სექტემბერით, საქართველოს (შემდგომში „მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს შორის (შემდგომში „ADB”) შორის.
ვინაიდან,
(ა) ADB-მ მსესხებლისგან მიიღო 2010 წლის 23 აგვისტოს განვითარების პოლიტიკის წერილი (შემდგომში „პოლიტიკის წერილი”), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, მიმართულებებს და ღონისძიებებს მსესხებლის მიერ სოციალური უზრუნველყოფის განვითარების მიზნით, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პირველ განრიგში (შემდგომში „პროგრამა”).
(ბ) პროგრამის მიზნებისთვის მსესხებელმა მიმართა ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალის რესურსებიდან სესხის გამოყოფის თაობაზე;
(ბ) ADB, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დათანხმდა გამოუყოს მსესხებელს სესხი ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან (OCR) წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
სასესხო ინსტრუქციები; განმარტებები
პუნქტი 1.01. ADB-ის 2001 წლის 1 ივლისის ჩვეულებრივი ოპერაციებისთვის განსაზღვრული სასესხო ინსტრუქციების (შემდგომში „სასესხო ინსტრუქციები”) ყველა დებულება, რომელიც ეხება LIBOR-ზე დაფუძნებულ სესხებს, სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაზე შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით
(ა) პუნქტი 2.01 (49) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
49. ტერმინი „პროგრამა” ნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გამოყოფაზე სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად და რომელიც შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
(ბ) ტერმინი „პროექტი”, სადაც არ უნდა იქნეს გამოყენებული სასესხო ინსტრუქციებში, უნდა იქნეს შეცვლილი ტერმინით „პროგრამა”.
(გ) პუნქტი 2.01 (51) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
51. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ ნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად პროგრამის განხორციელებაზე;
(დ) ტერმინს „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“, სადაც არ უნდა იქნეს გამოყენებული სასესხო ინსტრუქციებში, უნდა იქნეს შეცვლილი ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო”.
(ე) პუნქტი 3.03 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
ვალდებულების გადასახდელი; შეღავათი. (ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს სესხის თანხის აუთვისებელ ნაწილზე სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის და პირობების მიხედვით.
(ბ) ADB გაუკეთებს მსესხებელს შეღავათს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად, შეღავათის განაკვეთი იქნება ფიქსირებული სესხის არსებობის მანძილზე. ADB, მსესხებლის მიერ გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს შეღავათის განაკვეთით.
ვ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
(ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა (Fixed Spread) ახალი სესხებისათვის უნდა შემცირდეს, ADB ნებისმიერ მსესხებელს გაუკეთებს შეღავათს (Rebate) სესხებზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ფიქსირებული მარჟა. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: i) სხვაობა დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟასა და ახალი სესხების შესაბამის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებულ ახალ სესხებზე დაბალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის (Funding Cost Margin) დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ თანხების დაზოგვა, ამ შემთვევაში ADB გაუკეთებს შეღავათს მსესხებელს. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგანაირად: i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ის შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
ზ) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა (Fixed Spread) ახალი სესხებისათვის უნდა გაიზარდოს, ნებისმიერი მსესხებელი, დაუბრუნებელი სესხით, რომელზეც დაწესებულია უფრო დაბალი ფიქსირებული მარჟა, გადაუხდის ADB-ს მომსახურების გადასახადს (Surcharge). მომსახურების თანხა გამოითვლება შემდეგანაირად: i) სხვაობა ახალი სესხების შესაბამის მარჟასა და დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული ახალ სესხებზე უფრო დაბალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის (Funding Cost Margin) დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა, ამ შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდის გადასახდელს (Surcharge). გადასახდელის თანხა გამოითვლება შემდეგანაირად: i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB დაამატებს მომსახურების გადასახდელ თანხას მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
თ) პუნქტი 6.01 (ა) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
ა) ნებისმიერი პირობებისა და შეზღუდვების ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში, მსესხებელს ექნება უფლება, რომ გამოიტანოს სესხის ანგარიშიდან ის თანხები, რაც საჭირო იქნება აღნიშნული პროგრამის და სასესხო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული ხარჯების დასაფინანსებლად.
პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ინსტრუქციებში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს. გარდა ამისა, ქვემოთ მოცემულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
(ა) „დამატებითი თანხები” ნიშნავს ლარში დენომინირებულ თანხებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში სესხის თანხიდან ერიცხება მსესხებელს;
ბ) „დაშვებული საგნები” ნიშნავს პროგრამის განმავლობაში ისეთ იმპორტირებულ საქონელს (გარდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-3(გ) პარაგრაფის მე-3 განრიგში საგნებისა) და მომსახურებებს, დაკავშირებულს ასეთი საქონლის ჩამოტანასა და ინსტალაციასთან, რომელთა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ხარჯების დაფინანსება დაშვებულია სესხის სახსრებიდან;
გ) „ფინანსური წელი” ნიშნავს პერიოდს ყოველი შესაბამისი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
დ) „ლარი” ნიშნავს მსესხებლის ოფიციალურ ვალუტას;
ე) „MOES” ნიშნავს მსესხებლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის უფლებამონაცვლეს;
ვ) „MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამონაცვლეს;
ზ) „MOLHSA” ნიშნავს მსესხებლის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის უფლებამონაცვლეს.
თ) „სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი” ნიშნავს მსესხებლის სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაფუძნებულს სახელმწიფო შიდა კონტროლის და ინსპექტირების წესების თანახმად ან მის უფლებამონაცვლეს;
ი) „NBG” ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის უფლებამონაცვლეს.
კ) „რეფორმების ამსახველი მატრიცა” ნიშნავს რეფორმების ამსახველ მატრიცას, როგორც ეს განსაზღვრულია პოლიტიკის წერილში და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და რაც განსაზღვრავს პროგრამით გათვალიწინებულ რეფორმების ღონისძიებებს, როგორც ეს წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 განრიგშია მითითებული.
ლ) „სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო” ნიშნავს მსესხებლის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ან მის უფლებამონაცვლეს.
მუხლი 2🔗
სესხი
პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა ასესხოს მსესხებელს ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან (OCR) თანხა ასი მილიონი დოლარის ოდენობით ($ 100,000,000) და ეს თანხა შეიძლება დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კონვერსიის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების 2.06 პუნქტის დებულებების შესაბამისად.
(ბ) სესხის ძირითადი თანხის გადახდის პერიოდი შეადგენს 12 წელს, და შეღავათიანი პერიოდი განსაზღვრულია ამ პუნქტის გ) პარაგრაფში.
(გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (ბ) პარაგრაფში, ნიშნავს პერიოდს ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-2 განრიგში განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში განაკვეთით, რომელიც უდრის LIBOR-ს დამატებული 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ინსტრუქციების 3.02 პუნქტში, და გამოკლებული შეღავათის განაკვეთი 0.30%-ის ოდენობით, როგორც ეს სასესხო ინტრუქციების 3.03 პუნქტშია განსაზღვრული.
პუნქტი 2.03. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს ვალდებულების გადასახდელს 0.15%-ის ოდენობით სესხის აუთვისებელ თანხაზე წლიურად. ამ გადასახდელის დარიცხვა დაიწყება წინამდებარე ხელშეკრულების თარიღიდან 60 დღის შემდეგ იმ თარიღებამდე, როდესაც მოხდება თანხების გამოტანა სასესხო ანგარიშიდან ან მოხდება მათი გაუქმება.
პუნქტი 2.04. პროცენტი და სხვა გადასახდელები გადაიხდება ნახევარწლიურად, ყოველი წლის 15 მარტს და 15 სექტემბერს.
პუნქტი 2.05. მსესხებელი დააბრუნებს სასესხო ანგარიშიდან ათვისებული სესხის ძირითად თანხას წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-2 განრიგში მოცემული ამორტიზაციის განრიგის შესაბამისად.
პუნქტი 2.06. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი კონვერსია:
i) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა;
ii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით, შეცვლა; და
iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.
(ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) პარაგრაფის თანახმად, საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო ინსტრუქციების 2.01(6) პუნქტში და ძალაში შევა სასესხო ინსტრუქციების V მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სესხის გამოყენება
პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის თანხის გამოყენება პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პუნქტი 3.02. სესხის თანხების გამოთხოვა სასესხო ანგარიშიდან შესაძლებელია დაშვებულ საგნებზე მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაწეული ხარჯების დაფინანსების მიზნით, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-3 განრიგის შესაბამისად. აღნიშნული განრიგის დროდადრო შეცვლა შესაძლებელია მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.
პუნქტი 3.03. თუ ADB სხვაგვარად არ დათანხმდება, სესხის თანხიდან დასაფინანსებელი დაშვებული საგნების წარმოება და შესყიდვა განხორციელდება ADB-ის წევრ ქვეყნებში წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-4 განრიგის შესაბამისად.
პუნქტი 3.04. სასესხო ინსტრუქციების 9.02 პუნქტის მიზნებისათვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2011 წლის 31 მარტი, ან სხვა თარიღი, რომელზეც დროდადრო შეთანხმდებიან მსესხებელი და ADB.
მუხლი 4🔗
განსაკუთრებული დებულებები
პუნქტი 4.01. (ა)მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროგრამა განხორციელდეს გულმოდგინედ და ნაყოფიერად, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, ფინანსური, გარემოს და სოციალური პრაქტიკების გამოყენებით.
(ბ)პროგრამის განხორციელებისას მსესხებელი შეასრულებს ან უზრუნველყოფს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-5 განრიგით წარმოდგენილი ყველა ვალდებულების შესრულებას.
პუნქტი 4.02. მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის, როგორც კი ეს საჭირო გახდება, ფონდებს, საშუალებებს, მომსახურებებს და სხვა რესურსებს, რაც სესხის თანხების გარდა, დამატებით საჭიროა პროგრამის განხორციელებისათვის.
პუნქტი 4.03. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი დეპარტამენტების და სააგენტოების ღონისძიებები პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით სრულდება და მათი კოორდინირება ხდება აღიარებული ადმინისტრაციული წესებითა და პროცედურებით.
პუნქტი 4.04. (ა) მსესხებელი შეინარჩუნებს ან უზრუნველყოფს ჩანაწერების და დოკუმენტების შენარჩუნებას, რომელიც საჭირო იქნება პროგრამის ფარგლებში სესხის სახსრებით დაფინანსებული დაშვებული საგნების იდენტიფიკაციისათვის და პროგრამის მიმდინარეობის შეფასებისთვის.
(ბ) მსესხებელი ADB-ს წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას შეამოწმონ პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოხსენებული წინამდებარე პუნქტის (ა) პარაგრაფით.
პუნქტი 4.05. (ა) სასესხო ინსტრუქციების 7.04. პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებისა და ინფორმაციის ფარგლებში, მსესხებელი წარუდგენს ან უზრუნველყოფს რომ ADB-სთვის წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ანგარიში და ინფორმაცია, რომელიც ეხება პროგრამის განხორციელებას, პოლიტიკის წერილით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების და მიზნების მიღწევის ჩათვლით, რომელსაც ADB სათანადოდ მოითხოვს.
(ბ) სასესხო ინსტრუქციების ზემოაღნიშნული 7.04 პუნქტის დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელი წარუდგენს ან უზრუნველყოფს ADB-სთვის პროგრამის შესრულების და პოლიტიკის წერილით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების და მიზნების მიღწევის შესახებ ნახევარწლიური ანგარიშების წარდგენას.
მუხლი 5🔗
ძალაში შესვლა
პუნქტი 5.01. სასესხო ინსტრუქციების 10.01(f) პუნქტის მიზნებისთვის, სასეხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დამატებით პირობად განსაზღვრულია შემდეგი: პროგრამის პოლიტიკის ღონისძიებები, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 განრიგში, უნდა იქნეს განხორციელებული ADB-სთვის მისაღები ფორმით.
პუნქტი 5.02. სასესხო ინსტრუქციების 10.04 პუნქტის მიზნებისათვის წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადას წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღე.
მუხლი 6🔗
სხვადასხვა
პუნქტი 6.01. მსესხებლის ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრულია მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო ინსტრუქციების 12.02 პუნქტის მიზნებისათვის.
პუნქტი 6.02. ქვემოთ მოცემულია მისამართები სასესხო ინსტრუქციების 12.01 პუნქტის მიზნებისათვის:
მსესხებლისთვის:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. 16,
თბილისი, 0114
საქართველო
ფაქსი: (995) 32 262 422
ADB-სთვის:
აზიის განვითარების ბანკი
6 ADB Avenue
Mandaluyong City
1550 Metro Manila
Philippines
ფაქსი: (632) 636-2444
(632) 636-2424
ზემოაღნიშნულის დასტურად, მხარეები, თავიანთი სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებას და უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ის ძირითად ოფისში, ზემოთ მითითებულ თარიღში.
საქართველო
–––––––––––––––––––––––––––
აზიის განვითარების ბანკი
––––––––––––––––––––––––––––
განრიგი 1
პროგრამის აღწერილობა
1. პროგრამის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს მსესხებლის სოციალური უზრუნველყოფის მიწოდების და სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობა და ნაყოფიერება. კერძოდ, პროგრამა მხარს უჭერს:
(ა) ეფექტური და თანასწორი გენდერული სოციალური მომსახურების მიწოდება;
(ბ) საპენსიო ხარჯების მხარდაჭერა;
(გ) რესურსების გადანაწილება განათლებასა და ჯანდაცვაში; და
(დ) სოციალური მომსახურების მიწოდებისთვის და სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი სახელმწიფო რესურსების ჯანსაღი მართვა.
2. პროგრამა უფრო დეტალურად აღწერილია პოლიტიკის წერილში.
3. პროგრამის მხარდასაჭერად:
(ა) სესხის თანხები გამოყენებული იქნება უცხოურ ვალუტაში გამოსახულ დაშვებული საგნების ხარჯების დაფინანსებისთვის;
(ბ) დამატებითი თანხები გამოყენებული იქნება ადგილობრივ ვალუტაში გამოსახული ხარჯების დასაფინანსებლად, რაც საჭიროა გარკვეული პროგრამების განხორციელებისათვის და პროგრამასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებისათვის. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ დამატებითი თანხები გამოყენებული იქნება, პირველი, რომ დაფაროს მიღებული რეფორმული ცვლილებების ხარჯები და პროგრამის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებები, და, მეორე, რომ დააფინანსოს მსესხებლის საერთო განვითარების მიზნებთან დაკავშირებული ხარჯები.
4. მოსალოდნელია, რომ პროგრამა დასრულდება 2010 წლის 30 სექტემბრამდე.
განრიგი 2
ამორტიზაციის განრიგი
(სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)
1. შემდეგი ცხრილი აწესებს სესხის ძირითადი თანხის გადახდების თარიღებს და შესაბამის თარიღებში გადასახდელ თანხის ოდენობებს, გამოსახულს, როგორც მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტულ წილს (ძირითადი თანხის გადასახდელი წილი). თუ სესხის თანხა სრულად იქნება ათვისებული ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის პირველი თარიღისათვის, მსესხებლის მიერ ყოველ ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის თარიღისათვის ძირითადი თანხის გადასახდელი ნაწილი დგინდება ADB-ის მიერ როგორც ნამრავლი: ა) ძირითადი თანხის გადახდის პირველ თარიღამდე ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ოდენობის და ბ) თითოეული ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შესაბამისი ძირითადი თანხის გადასახდელი წილისა, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს, აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ განრიგის მეოთხე პარაგრაფში მოხსენებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერსია.
გადახდის თარიღი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი
(გამოსახული, როგორც %)
15 მარტი 2014 4.166667
15 სექტემბერი 2014 4.166667
15 მარტი 2015 4.166667
15 სექტემბერი 2015 4.166667
15 მარტი 2016 4.166667
15 სექტემბერი 2016 4.166667
15 მარტი 2017 4.166667
15 სექტემბერი 2017 4.166667
15 მარტი 2018 4.166667
15 სექტემბერი 2018 4.166667
15 მარტი 2019 4.166667
15 სექტემბერი 2019 4.166667
15 მარტი 2020 4.166667
15 სექტემბერი 2020 4.166667
15 მარტი 2021 4.166667
15 სექტემბერი 2021 4.166667
15 მარტი 2022 4.166667
15 სექტემბერი 2022 4.166667
15 მარტი 2023 4.166667
15 სექტემბერი 2023 4.166667
15 მარტი 2024 4.166667
15 სექტემბერი 2024 4.166667
15 მარტი 2025 4.166667
15 სექტემბერი 2025 4.166659
100.000000
2. თუ სესხის თანხა სრულად არ იქნება ათვისებული ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის პირველი თარიღისათვის, მსესხებლის მიერ ყოველ ძირითადი თანხის დაბრუნების გადახდის თარიღისათვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:
(a) იმ შემთხევაში, თუ სესხის გარკვეული თანხა არის ათვისებული ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული და შესაბამისი თარიღისათვის გადაუხდელი თანხა ამ განრიგის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
(b) ნებისმიერი თანხა, რომლის ათვისებაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი ყოველ ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული ათვისების შემდეგ, იმ ოდენობით, როგორც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი ათვისების თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი, რომელიც მოცემულია პირველ პარაგრაფში მოცემულ ცხრილში შესაბამისი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის (თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი) და მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილების ჯამი, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ განრიგის მეოთხე პარაგრაფში მოხსენიებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3. ათვისება, რომელიც განხორციელდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის ძირითადი გადახდების გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი ათვისების თარიღის შემდეგ მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ყოველ ძირითადი თანხის გადახდის თარიღში დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღიდან.
4. მიუხედავად ამ განრიგის პირველი და მეორე პარაგრაფების დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, კონვერტირებული თანხა დამტკიცებულ ვალუტაში, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი რომელიმე ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება პერიოდის განმავლობაში, იქნება განსაზღვრული ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე, მომდევნო ორიდან: (i) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ის მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტაციასთან; ან (ii), თუ ADB ასე განსაზღვრავს კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად გამოცხადებული გაცვლითი კურსით (Screen Rate).
5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სესხის ვალუტაში, ამ განრიგის დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ ისე, რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის განრიგი ყოველი ასეთი თანხისათვის.
განრიგი 3
სესხის თანხის ათვისება
1. თუ ADB სხვაგვარად არ დათანხმდება, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების გამოთხოვაზე ვრცელდება წინამდებარე განრიგის ქვემოთ მოცემული დებულებები.
2. (ა) სასესხო ანგარიშიდან თანხების გამოთხოვა უნდა მოხდეს დაშვებული ხარჯების დასაფინანსებლად.
(ბ) სასესხო ანგარიშიდან თანხების გამოთხოვა არ განხორციელდება ისეთ ხარჯებთან მიმართებაში, რომელიც დაფინანსებულია ოფიციალური საერთაშორისო და ორმხრივი დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტებით ან ADB-ის ნებისმიერი სხვა სესხებით.
3. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის აპლიკაცია მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ADB-ს მისთვის მისაღები ფორმით.
(ბ) აღნიშნული თანხის გამოთხოვის აპლიკაციას თან უნდა დაერთოს მსესხებლის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ყოველი წლისათვის, რომელშიც მოსალოდნელია სესხის თანხის ათვისება, დაშვებული იმპორტის მოსალოდნელი მოცულობა უტოლდება ან აღემატება სესხის თანხის მოსალოდნელ ათვისებას წლის განმავლობაში.
(გ) ამ პარაგრაფისათვის, ტერმინი „დაშვებული იმპორტი“ ნიშნავს მსესხებლის შესაბამის პერიოდში მთლიან იმპორტს გამოკლებული იმავე პერიოდის განმავლობაში შემდეგი საქონლის იმპორტი:
(i) იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ADB-ის წევრები;
(ii) წინამდებარე განრიგის დანართში მოხსენიებული დაუშვებელი საგნების იმპორტი; და
(iii) იმპორტი, რომელიც დაფინანსებულია სხვა ოფიციალური საერთაშორისო ან ორმხრივი დონორების კრედიტით ან ADB-ის ნებისმიერი სხვა სესხით ან გრანტით.
(დ) მსესხებელი საშუალებას მისცემს ADB-ის მიერ დანიშნულ ექსპერტებს შეამოწმონ ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული დაშვებული იმპორტის ღირებულება, რომელიც სერტიფიცირებულია მსესხებლის თანხის გამოთხოვის აპლიკაციაში.
4. (ა) ADB-სთვის სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის აპლიკაციის წარდგენამდე მსესხებელმა უნდა განსაზღვროს ანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში) საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც მოხდება სასესხო ანგარიშიდან გამოთხოვილი ყველა თანხის ჩარიცხვა. სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და მართვა მოხდება ADB-სთვის მისაღები პირობებით.
(ბ) სადეპოზიტო ანგარიშთან დაკავშირებით ცალკე ანგარიშები და ჩანაწერები შენარჩუნებული იქნება მუდმივად გამოყენებული ბუღალტრული აღრიცხვის აღიარებული პრინციპების შესაბამისად. ADB-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის თანხებთან მიმართებაში სადეპოზიტო ანგარიშის აუდიტორულ შემოწმებას დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-სთვის, სათანადო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული აუდიტორული დასკვნის მომზადებისთანავე, მაგრამ ADB-ის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ექვსი (6) თვის ვადაში, ADB-ს უნდა წარედგინოს ამგვარი აუდიტორული დასკვნის დამოწმებული ასლები ინგლისურ ენაზე.
(გ) პროგრამის განხორციელების პერიოდში, მსესხებელმა უნდა წარმოადგინოს სავაჭრო სტატისტიკა და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ADB დროდადრო მოითხოვს, რათა შეაფასოს მსესხებლის მიერ დაშვებული საგნების განმსაზღვრელი ფორმულით სარგებლობა.
5. სესხის თანხა ჩამორიცხული იქნება ერთ ტრანშად, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.
მე-3 განრიგის დანართი
ნეგატიური სია
თანხების გამოთხოვა არ უნდა მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისთვის:
(i) ხარჯები იმ საქონლისთვის, რომელიც მოცემულია გაეროს „სტანდარტულ საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის“ მე-3 ცვლილების (SITC, Rev. 3) ქვემოთ მოცემულ ჯგუფებში ან ქვეჯგუფებში, ან SITC-ის მომავალი ცვლილებებით გათვალისწინებულ ჯგუფებში ან ქვეჯგუფებში, ADB-ის მიერ მსესხებლისთვის მიწოდებული შეტყობინების შესაბამისად:
ცხრილი ა12: დაუშვებელი საგნები
თავი
სათაური
საგნის დასახელება
112
ალკოჰოლური სასმელები
121
თამბაქო, დაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები
122
თამბაქო, დამუშავებული (მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თამბაქოს შემცვლელ მასალას)
525
რადიოაქტიური და მსგავსი მასალები
667
მარგალიტები, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვები, დაუმუშავებელი ან დამუშავებული
718
718.7
ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, საწვავი ელემენტები (კარტრიჯები), რომლებიც არ არის გასხივებული ბირთვული რეაქტორებისთვის.
728
728.43
თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები
897
897.3
ოქროს, ვერცხლის არ პლატინის ჯგუფის მეტალისგან დამზადებული ძვირფასი ნაკეთობები (გარდა საათებისა და საათის ქეისებისა) და ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნივთები (მათ შორის, ქვებით მორთული)
971
ოქრო, არამონეტარული (გარდა ოქროს მადნისა და კონცენტრატისა).
წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
(ii) მსესხებლის ვალუტაში მოწოდებული საქონლის ან მსესხებლის ტერიტორიიდან მოწოდებული საქონლის შესყიდვის ხარჯები;
(iii) ხარჯები იმ საქონლისთვის, რომლის შესყიდვის კონტრაქტს დააფინანსებს ან დათანხმდა რომ დააფინანსოს რომელიმე ეროვნულმა ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ან სააგენტომ, მათ შორის, ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც ფინანსდება ADB-ის რომელიმე სესხით ან გრანტით;
(iv) ხარჯები იმ საქონლისთვის, რომელსაც აქვს სამხედრო ან სამხედრო ხასიათის დანიშნულება, ან ფუფუნების საგნები;
(v) ხარჯები ნარკოტიკებისათვის;
(vi) (ხარჯები გარემოსთვის საშიში საქონლისთვის, რომლის წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონმდებლობით, ან იმ საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, რომლის მხარეა მსესხებელი, და
(vii) ხარჯები იმ გადახდებისთვის, რომელიც აკრძალულია მსესხებლის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაეროს წესდების VII თავის მიხედვით.
განრიგი 4
შესყიდვა
1. თუ ADB სხვაგვარად არ დათანხმდა, წინამდებარე განრიგის შემდეგ პარაგრაფებში მითითებული პროცედურები გავრცელდება სესხის თანხებით დაფინანსებული დაშვებული საგნების შესყიდვაზე.
2. (ა) გარდა წინამდებარე პარაგრაფის (ბ) ქვეპარაგრაფით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაშვებული საგნების შესყიდვის ყოველი კონტრაქტი დაიდება შემსყიდველის ჩვეულებრივი კომერციული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ შესყიდვა ხორციელდება კერძო სექტორის მიერ, ან მსესხებლის განსაზღვრული შესყიდვის პროცედურებით, თუ შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო სექტორის მიერ, ეკონომიურობის და ეფექტურობის პრინციპების სათანადო გათვალისწინებით.
(ბ) ყოველი კონტრაქტი ისეთი დაშვებული საგნების მიწოდებაზე, რომელიც ექვემდებარება საყოველთაო ვაჭრობას, დაიდება ვაჭრობის სათანადო პროცედურებზე დაყრდნობით და ADB-სთვის მისაღები ფორმით.
განრიგი 5
პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები
განხორციელების შეთანხმებები
1. ფინანსთა სამინისტრო იქნება პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო. პროგრამა განხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ.
მხარეებს შორის დიალოგი და ღონისძიებები
2. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკა და ღონისძიებები განხორციელდეს პოლიტიკის წერილის და რეფორმების ამსახველი მატრიცის მიხედვით და გაგრძელდეს და იმოქმედოს პროგრამის განხორციელების პერიოდში და მის შემდეგაც.
3. მსესხებელი უზრუნველყოფს ADB-ის ინფორმირებას სხვა მრავალმხრივ და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან გამართული დიალოგის შესახებ, რომელიც გავლენას იქონიებს პროგრამის განხორციელებაზე. მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს ADB-ის მოსაზრება, სანამ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და მოხდება ასეთი შემოთავაზების განხორციელება.
მმართველობა და ანტიკორუფცია
4. მსესხებელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, და ეროვნული ბანკთან ერთად უნდა დაიცვას ADB-ის ანტიკორუფციული სტრატეგია (1998 წლით დათარიღებული, შემდგომი ცვლილებების ჩათვლით). მსესხებელი, სწორად მართვასთან, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მის მიერ აღებული ვალდებულებების და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თანხმდება რომ: (ა) ADB-ის უფლება აქვს გამოიძიოს, პირდაპირ ან თავისი აგენტების მეშვეობით, ნებისმიერი სავარაუდოდ კორუფციული, თაღლითური, ან სხვა უკანონო გარიგება, რომელიც დაკავშირებულია პროგრამასთან და (ბ) სრულად ითანამშრომლოს ნებისმიერ ასეთ გამოძიებასთან და გაუწიოს ყოველგვარი დახმარება, რაც შეიძლება საჭირო იყოს აღნიშნული გამოძიების სათანადოდ ჩატარებისთვის.
პროგრამის შესრულების მონიტორინგი და მიმოხილვა
5. ADB და მსესხებელი შეასრულებენ პროგრამის განხორციელების მიმოხილვას, კერძოდ. შეთანხმდებიან პროგრამის განხორციელების და მისი შედეგების შეფასების განახლებულ ინდიკატორებზე და პროგრამის სამომავლო ღონისძიებებზე.
განრიგი 6
ღონისძიებები პროგრამის განსახორციელებლად
პროგრამისათვის გათვალისწინებული ღონისძიებები, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე განრიგში და რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 5.01 პუნქტის შესაბამისად, არის შემდეგი:
1. მსესხებელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, გააუმჯობესებს სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას ღარიბი მოსახლეობისათვის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის განხორციელებით.
2. მსესხებელი გააუმჯობესებს გენდერულ თანასწორობას განათლებასა და ჯანდაცვაში შემდეგი გზით:
(ა) ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სრული და თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
(ბ) სპეციალური ღონისძიებების უზრუნველყოფით, რომლებიც გამიზნულია დედობრივი ზრუნვის, ოჯახის სულადობის დაგეგმარების და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მხარდასაჭერად; და
(გ) ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში თანაბარი პირობების არსებობის ხელშეწყობით.
3. მსესხებელი, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საშუალებით, მთავრობის შიგნით წამოიწყებს სტრუქტურულ დიალოგს მამაკაცების და ქალების საპენსიო ხარჯების ცვლილების და ეროვნული დემოგრაფიული (ხანდაზმული მოსახლეობა) ცვლილებების გრძელვადიანი გავლენის შესახებ და ამ ცვლილებების ბიუჯეტზე ასახვის შესახებ.
4. პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ კანონში, რათა მოახდინოს კერძო საპენსიო ფონდების ინვესტირების საშუალებების დივერსიფიკაცია და ხელი შეუწყოს ამ ფონდებთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
5. მსესხებელი, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საშუალებით, საავადმყოფოების, ამბულატორიული მკურნალობისა და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მსესხებლის სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში, მომსახურების მიმწოდებლებისათვის მიიღებს განახლებულ მინიმალური მომსახურების სტანდარტებს.
6. მსესხებელი, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საშუალებით, შეიმუშავებს პროგრამას, რათა გააუმჯობესოს პარმაცევტული პროდუქციის ხარისხი, არალიცენზირებული პროდუქციისაგან ან იმ პროდუქციისაგან, რომელიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ხარისხის მოთხოვნებს, მომხმარებელთა დაცვის გზით. ასეთი ზომები მოიცავს:
(ა) სადისტრიბუციო ქსელზე და გამყიდველების მიერ ფარმაცევტული პროდუციის ნიმუშის მოპოვების ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელებას; და
(ბ) მოპოვებული ნიმუშის ლაბორატორიულ შემოწმებას.
7. მსესხებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალებით, მასწავლებლებისთვის, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნენ აყვანილნი 2009 წელს, განახორციელებს პროფესიულ სტანდარტებს:
(ა) ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის დაწყებით; და
(ბ) იმის უზრუნველყოფით, რომ 2010 წელს დაახლოებით 12 000 მასწავლებელი მიიღებს ფინანსურ დახმარებას (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოშვებული ვაუჩერების საშუალებით) ტრენინგისათვის, რომელიც დაეხმარება მათ 2010 წლის სერტიფიცირების გამოცდების საგნებში სერტიფიცირების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
8. მსესხებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალებით, მოახდენს აღნიშნული სამინისტროს 2010 ფინანსური წლის ბიუჯეტში 8.1 მილიონი ლარის დაწესებას მინიმუმ 50 000 სკოლის მოსწავლისათვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდან.
9. მსესხებელმა, ფინანსთა სამინისტროს საშუალებით უნდა დაასრულოს ანგარიში ბიუჯეტის შესრულებაზე 111 „სსიპ”-სთვის (საჯარო უწყებები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ პროგრამებს ან ასრულებენ გარკვეულ ფუნქციებს) 2010 წლის იანვრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდისათვის.
10. პარლამენტმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შიდა კონტროლისა და ინპექტირების შესახებ კანონი, რომელიც გულისხმობს:
ა) სამინისტროებში შიდა კონტროლის ერთეულების შექმნას და აღნიშნული ერთეულების ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას (რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ერთეულები ანგარიშს ჩააბარებენ შესაბამის მინისტრებს); და
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის ფუნქციის დაგეგმვას სამინისტროებში.
11. მსესხებელმა ფინანსთა სამინისტროს საშუალებით უნდა განახორციელოს სახელმწიფო შიდა კონტროლისა და ინსპექტირების შესახებ კანონი
ა) სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაარსებით; და
ბ) მინიმუმ 10 სამინისტროს შიდა კონტროლის ერთეულებისათვის დებულების პროექტის მიწოდებით (მომზადებული საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით) მათი შესაბამისი შიდა კონტროლის ერთეულების შექმნისათვის.
12. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნას შესაბამისი შიდა კონტროლის ერთეული.