თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის, აუქციონში მონაწილის განაცხადისა და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2010
ძალის დაკარგვა 29.12.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №10/37
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.111.016010
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 11/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,167 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2010 მიღება
29.12.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის, აუქციონში მონაწილის განაცხადისა და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 53.85pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10/37 2010 წლის 28 ოქტომბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის, აუქციონში მონაწილის განაცხადისა და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პ) და ღ) ქვეპუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დადგენა. 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი, თანახმად დანართი 1-ისა. 2. დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის, აუქციონში მონაწილის განაცხადისა და მონაწილის ბილეთის ფორმები, თანახმად დანართი 2, 3, 4, 5-ისა. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავნჯდომარე           ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი თავი I თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ     მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პ) ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების (შემდგომში ტექსტში – „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება“) აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს. 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შესაბამისად. 3. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას). 5. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია“ (შემდგომში ტექსტში – „გამყიდველი“). 6. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად. 7. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.     მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი. 2. გამყიდველი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და რეალიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გამყიდველის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში); გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გასაყიდი ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით; ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. 5. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია. 6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.     მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-16 კალენდარულ დღეს უძრავი ნივთის შემთხვევაში, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ მე-6 დღისა. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდვლის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში ტექსტში – „მონაწილე“) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:  ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი). 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 5🔗 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. 2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება 4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 5. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება. 7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.     მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში 1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. შესაძლებელია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:  ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;  ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;  გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 6. ოქმის (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად.     მუხლი 7🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა 1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. თავი II თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი     მუხლი 8🔗 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პ) ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბისად შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. 2. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წინადადებით ამზადებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო. 3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). 5. პირდაპირი მიყიდვის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, ხოლო საკითხს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წინადადებით ამზადებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო. 8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. 9. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.     მუხლი 9🔗. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება 1. პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესყიდვის მსურველი განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილ ვადაში.     მუხლი 10🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ხელშეკრულების დასადებად. 2. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში. 3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ნასყიდობის თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველო პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები; გ) შეძენილი ქონების დასახელება; დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა; ე) ნასყიდობის ფასი და გადახდის ვადები; ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; თ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ასევე ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორცილების გრაფიკი; ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით; კ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.     მუხლი 11🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა 1. თუ მყიდველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის ფასს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე. 2. მყიდველი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე მყიდველს უფლება არა აქვს, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, განკარგოს, გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და მყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს.     მუხლი 12🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. თავი III ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი     მუხლი 13🔗 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პ) ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს. 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია; ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები. 3. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება: ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები); ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება). 4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად. 5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო. 6. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ წინადადებებს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. 7. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს თვითმმრთველი ქალაქ ფოთის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.     მუხლი 15🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება 1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის, ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიული პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.     მუხლი 16🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები 1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. 2. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გადაწყვეტილების მიღების შესახებ წინადადებას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თანხმობით. 4. ქონება რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.     მუხლი 17🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა 1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა, აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება. 2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.     მუხლი 18🔗. ქონების ქირავნობა 1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე: ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის; ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 19🔗. ქონების იჯარა 1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე. 3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. 4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ: ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას; ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 20🔗. ქონების თხოვება 1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას. 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება. 3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.     მუხლი 21🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია“ (შემდგომში – კომისია). 2. კომისია, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელებას;  ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);  გ) ქონების დასახელებსა;  დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს;  ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე-ს გასაყიდი ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით  ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო;  ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;  თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.     მუხლი 22🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად.     მუხლი 23🔗. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე. საკითხს საკრებულოს თავმჯდომარეს უმზადებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს. 3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:  ა) განცხადებას;  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);  გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).     მუხლი 24🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ხელშეკრულებას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დაიდოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში. 4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები; ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს; ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის 24-ე მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს. თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.     მუხლი 25🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:  ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;  ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;  გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.     მუხლი 26🔗. დავათა განხილვის წესი 1. ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო. თავი IV თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის შესახებ     მუხლი 27🔗 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობა ხორციელდება ქონების მფლობელის მიერ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V წესის ამოქმედება     მუხლი 28🔗 1. წინამდებარე წესი ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ო ქ მ ი № ––– თვითმმართველი ქალაქი ფოთი                                                   „-------“ „-----------------“ 20 წ. 1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. 2. მასზედ, რომ მან „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მონაწილეობა მიიღო თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზების ფორმით განკარგვასთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონში. ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების საწყისი ფასი ------------------------------ (---------------------------------------)  ციფრებით                                          სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის --------- ---------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (-----------------------------------------) ლარის საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებაში არსებული -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) შემდგომში ქონება. 4. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 7. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაბრუნდება. 9. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 10. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 11. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოდგენილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას). 14. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:  ა) ამონაწერი საჯარო ან/და მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;  ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.  გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წერმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე ------------------------------- /-------------------------------------/  ხელმოწერა                            სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირის (მყიდველი) ------------------------------- /-------------------------------------/                                                                ხელმოწერა                                  სახელი, გვარი ------------------------------------------ ბეჭდის ადგილი დანართი 3 საკუთრების უფლების მოწმობა № თვითმმართველი ქალაქი ფოთი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თვითმმართველი ერთეული) ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და განაცხადის რეგისტრაციის ნომერი) ფართი                                             კვ.მ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რომელიც მდებარეობს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადგილმდებარეობა) სხვა მონაცემები –––––––––––––––––––––––– საფუძველი                 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი --- ---------- 20 წ) შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები ––––––––––––––––––––––––– გაცემულია 20 წლის           ––––––––     ––––––––––––––––– დანართი 4 თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიას გ ა ნ ა ც ხ ა დ ი (თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით განკარგვასთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონზე) 1. ინფორმაცია აუქციონში მონაწილე (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი): (მონაწილის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი, ფაქსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 2. აუქციონზე განსაკარგი ქონების დასახელება და ქონების საწყისი ფასი, ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. განაცხადს თან ერთვის: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) ბესა და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; (მონაწილეს რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განსაკარგად მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე. 4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს განსაკარგი ქონების სრული თანხა. განმცხადებელი: ---------------------------------------------------  ------ -------------- 20 წ. დანართი 5 მ ო ნ ა წ ი ლ ი ს   ბ ი ლ ე თ ი გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------------ რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში ------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------- განკარგვის (პრივატიზება, სარგებლობა) მიზნით აუქციონი გაიმართება ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქ. №12 20 წლის ----------- ---------------------- ------------ საათზე მონაწილის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------- მონაწილის ბილეთის გამცემის ხელმოწერა: ------------------------------------------------------  ------  -------------- 20 წ.