"თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულ ო ს
დადგენილება №10/39
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ., მუხ.1012) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:
1. დადგენილების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”.
2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულება თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-12 და მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან”.
3. დადგენილების მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 21 თებერვლის №3/12 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ”.
4. დებულების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულება”.
5. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერია არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას”.
6. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აღმასრულებელი ორგანო” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის მერიის მოვალეობების განხორციელების მიზნით და მერიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:”;
ბ) „მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს”.
გ) „მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, ადგილობრივ თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და მერის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი”;
დ) „მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობას – მერიას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება”.
7. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.10.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №10/39. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016012.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს - მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №10/39, 28.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1072930/