"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№113/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 03/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №113/ნ

2010 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად  შემოღებისა  და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის  შესახებ დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა  და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებით დამტკიცებულ  დანართი №1 (სსმ III, 29.05.2006 წ., №71, მუხ. 897) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა  და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ” დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)   მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი ს მისაღებად:

 ა1.ა) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება;

1.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან ”საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;”;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ2” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის შესავსები ფორმებ ი სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:

2.ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი;

2.ბ) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება;

2.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;“;

გ) მე-5  მუხლის  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,9. ამ მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზო ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადასაგამანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ა და ს აშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო   იმ ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰ ყავთ,  გასაცემ საბაზო ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადასაგამანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ა და ს აშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ს ან სახელობო განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის  ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს მინისტრის მიერ ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.”.

დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე;” ;

ე) მე-7 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალი დეს შემდეგი რედაქციით:

„14.ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი