„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეცილური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №205
2010 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებული დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი
1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს გამომძიებელი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი