,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 26/10/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;

გ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი;

დ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

თ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ი) კონტროლის დეპარტამენტი;

კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ლ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;

მ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნავად წარუდგენს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

     „მუხლი 8.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე“.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ჟვანია