,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №289
2010 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,ჯარის სახეობებში“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ჯარის სახეობაში“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ბ.ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, დაქვემდებარებული ჯარის სახეობის სარდლის, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.“;
ბ.ბ) ,,უ“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,ჯარის სახეობათა“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ჯარის სახეობის“;
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,ჯარის სახეობებში“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ჯარის სახეობაში“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი