„რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესგარემოს სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №299
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესგარემოს სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესგარემოს სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის თხევადი გაზისა და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ� 2010 წლის 13 აპრილს ქ. ბუქარესტში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს რუმინეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის დადების თაობაზე.
მ. სააკაშვილი