„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.016..000.18.011.014.828
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება № 98/01
2010 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 11 პუნქტი:
„11. იმ შემთხვევაში, თუ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტების მონაცემები ნულის ტოლია, მზღვეველი არ არის ვალდებული, მატერიალიზებული ფორმით წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამავე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი დამატებითი კომპონენტი.“.
2. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. წესის დანართი №2-ის:
ა) მე-2 მუხლის 33-ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას.
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საპენსიო შემოსავალი – საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული შემოსავალი.“.
ბ.ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობიდან წარმოშობილი ზარალი – საპენსიო დანაგროვების ინვესტირების შედეგად საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მიღებული ზარალი.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსების პროცედურების გამარტივებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დროულად წარდგენის აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.07.2010. მიმღები ორგანო — ეროვნული ბანკი. დოკუმენტის ნომერი — №98/01. სარეგისტრაციო კოდი — 290016000.18.011.014828.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №98/01, 01.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 290016000.18.011.014828 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1075124/