ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.11.2010
ძალის დაკარგვა 29.12.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.158.016002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 67.5pt 76.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 2 ნოემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი (დანართი 1).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
დანართი1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).
3. აუქციონის ფორმით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებაზე წინადადებებს და საჭირო დოკუმენტებს ამზადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური.
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წინადადებას წარუდგენს გამგებელს. გამგებელი საკრებულოს წარუდგენს განკარგულების პროექტს თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას დასამტკიცებლად.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს საპრივატიზაციო ობიექტების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ. გამგებელი არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ბრძანების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარეს.
6. ბრძანების პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) საპრივატიზებო ქონების დასახელება;
ბ) საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი;
გ) ბეს თანხის ოდენობა;
დ) ბიჯის სიდიდე და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი;
ე) აუქციონის ჩატარების თარიღი.
7. იურიდიული პირები, რომლის დამფუძნებელი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელთაც მოძრავი ნივთები ერიცხებათ ბალანსზე (შემდგომში – გამყიდველი), აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე ინფორმაციას წარუდგენენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
8. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირის ინფორმაციას მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის შესახებ შეისწავლის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს გამგებელს.
9. გამგებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების შესაძლო პრივატიზების შესახებ დასაბუთებულ მოსაზრებას წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს – საკრებულოს თავმჯდომარეს.
10. იურიდიული პირები, რომლის დამფუძნებელი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
11. იურიდიული პირები, რომლის დამფუძნებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ ამ წესის შესაბამისად.
12. პირობებით აუქციონის წესით შეიძლება მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზება.
13. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში (პირობებით აუქციონში) გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (წერილობით ხელშეკრულებას), რომელზეც გამყიდველის სახელით ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
14. სააუქციონო კომისიას გადაეცემა სრული დოკუმენტაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ.
15. საპრივატიზებო ქონებაზე აუქციონს (აუქციონს პირობებით) აცხადებს სააუქციონო კომისია.
16. გამყიდველი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებამდე, გადაუდებელი აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში გადაავადოს აუქციონის ჩატარება ან/და გააუქმოს აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
17. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონის გადავადების ან გაუქმების შესახებ წინადადებებს ამზადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური.
18. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური გადაუდებელი აუცილებლობის წარმოშობის შესახებ დასაბუთებულ მოტივაციას წარუდგენს გამგებელს. გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ბრძანების პროექტს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას აუქციონის გადავადების ან/და გაუქმების შესახებ.
19. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
20. აუქციონის ფორმით ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
21. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა
1. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებითა და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის საფუძველზე წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასი.
3. მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებითა და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, რომლის ბალანსზეც არის მოძრავი ნივთი, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის შემდეგ საპრივატიზებო ქონების ფასის დადგენას ახდენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. გამყიდველი ახდენს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენის მიზნით ხელშეკრულების გაფორმებას დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის მომზადების მომსახურებაზე.
მუხლი 3🔗. ბეს, ბიჯის სიდიდის და ბილეთის ფასის განსაზღვრა
1. ბეს თანხის ოდენობა შეადგენს საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასურის – 30%-ს.
2. ბიჯის სიდიდე განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასურის – 5%-ით.
3. აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური განისაზღვრება უძრავ ქონებაზე 50 ლარით, ხოლო მოძრავ ქონებაზე 10 ლარით.
მუხლი 4🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. ინფორმაცია აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ:
ა) აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება გამყიდველის ინტერნეტგვერდზე და გამოქვეყნდება ადგილობრივ მასმედიის საშუალებებით;
ბ) აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისათვის გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე;
გ) განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში ამ პუქტის „ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე;
ვ) პრივატიზების შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააუქციონო კომისია ვალდებულია ამ პუნქტის „გ” ქვეპუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
3. გადავადებული და გაუქმებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს ოდენობას;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.
მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის წესით ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ქონების საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
5. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
6. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
7. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
8. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს .
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურს სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა ითვლება გამარჯვებულად.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს ქონების შემძენი და გამყიდველის სახელით სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის გზით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
12. სააუქციონო კომისია საბოლოო მყიდველზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე ხდება მუნიციპალიტეტის ბალანსში ცვლილებების შეტანა.
13. სააუქციონო კომისია აუქციონში გამარჯვებულ(ებ)ის მიერ სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდიდან 3 დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, არაპრივატიზებული ქონების შესახებ, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს განმეორებით აუქციონზე ქონების პრივატიზების შესახებ. გამგებელი არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ბრძანების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარეს.
14. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, შესაძლებელია საფასურის კიდევ შემცირება.
მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში შეიმუშავებს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს გამგებელს.
6. გამგებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს წარუდგენს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტს.
7. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით ფორმდება დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
8. მხარეებს შორის გაფორმებულ დამატებით წერილობით ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) ამ წესის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებში მითითებული პირობები.
9. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.
11. ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების ოქმით გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით.
12. პირობებით გამოცხადებულ აუქციონის შემთხვევაში პირობით გათვალისწინებულ ვადებში, ოქმის და დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააუქციონო კომისია ახდენს კონტროლს მყიდველის ნაკისრ ვალდებულებებზე.
13. აუქციონის წესით პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით 5 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
14. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო –საკრებულო.
მუხლი 8🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 9🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები) და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას სააუქციონო კომისია წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წერილობით ადასტურებს ვალდებულებების შესრულებას და აცნობებს მყიდველს.
6. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უგზავნის მყიდველს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
7. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 10🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.