საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.025.014.522
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება№20
2010 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებით (სსმ III, 31.07.2009, №95 მუხ. 1009) დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი მინისტრის აპარატის წინადადების საფუძველზე.“.
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟიორის მოთხოვნით და მინისტრის აპარატის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგ-რძელოს სტაჟირების ვადა 6 თვემდე.“.
გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. სტაჟიორს უფლება აქვს მინისტრის აპარატის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. მინისტრი მინისტრის აპარატის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“.
დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად და სტაჟირების ვადის გასვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრის აპარატს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“.
ე) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი მინისტრის აპარატის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.025.014522.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №20 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №20, 16.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.025.014522 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1075493/