,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 26/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.“.

2. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქარ-თველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.“.

3. დებულების პირველ მუხლს დაემატოს:

ა) 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“;

ბ) 42პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„42. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.“.

4. დამტკიცდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

1

370

2.

მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე)

1

240

3.

უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი)

1

220

4.

პოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი

1

350

5.

მთავარი სპეციალისტი

2

240

6.

უფროსი სპეციალისტი

1

220

7.

შინაგან საკითხთა განყოფილების უფროსი

1

350

8.

მთავარი სპეციალისტი

2

240

9.

უფროსი სპეციალისტი

1

220

 

                      სულ

11