სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი გარემო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №305

1996 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 აგვისტოს №584 დადგენილება „საიმპორტო ტვირთების სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ სავალდებულო დაზღვევის შესახებ“.

2. აიკრძალოს ექსკლუზიური უფლებების მინიჭება სადაზღვევო სფეროში ყველა საწარმოსათვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად.

3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სადაზღვევო სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107656/