„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გაუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 22 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №152
1999 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გაუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 22 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახაზინო საწარმოების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან და დამატებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 22 თებერვლის №74 ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ან ადგილობრივ ი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში დოკუმენტების წარდგენა მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით (სახელმწიფო ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით), მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ე. შევარდნაძე