საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №170
1996 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეთანხმებები, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში;
ბ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში;
გ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ;
დ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
ე) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
ვ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის თაობაზე;
ზ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ;
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს 1995 წლის 19 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის 1995 წლის 19 ივნისს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107806/