საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №210
1996 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმებების დადასტურებ ი სა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეთანხმებები საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერს ქ. ათენში ხელმოწერილი შეთანხმება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107848/